SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – დაჟინების განვითარების საფეხურები

დაჟინების „დონის ამაღლებისაკენ“ ოთხ მარტივ საფეხურს მივყავართ, ამისათვის საჭიროა მხოლოდ დრო და ძალისხმევა:

    1. განსაზღვრული მიზანი, რომელიც მისი მიღების მძაფრი სურვილით არის განმტკიცებული;
    2. განსაზღვრული გეგმა, რომელიც კონკრეტული მოქმედებებით არის გამოხატული;
    3. ცნობიერება, რომელიც ყველა ნეგატიური თუ თავგზისდამბნევი გავლენისგან დაცულია ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების ნეგატიური წინადადებების ჩათვლით;
    4. მეგობრული კონტაქტი ერთ ან რამოდენიმე ისეთ ადამიანთან, რომელიც მოიწონებს და მხარს დაუჭერს თქვენს გეგმებსა და მიზნებს.

ეს ოთხი საფეხური ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანია წარმატებიასათვის. 

    ამ საფეხურების მეშვეობით ადამიანს შეუძლია მის ეკონომიკურ ხვედრზე კონტროლის გაწევა;
    ამ ოთხ საფეხურს აზრის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან მივყავართ;
    ამ საფეხურებს დიდ თუ ზომიერ სიმდიდრესთან მივყავართ;
    ეს ოთხი საფეხური წარმატებას უზრუნველყოფს;
    ეს საფეხურები ფიზიკურ რეალობად აქცევს ოცნებას;
    ისინი შიშის, სასოწარკვეთილებისა და გულგრილობის დაძლევას უწყობენ ხელს.

ასეთია ის შესანიშნავი ჯილდო, რომელიც ელოდება მათ, ვინც ამ საფეხურებზე ასვლას ისწავლის.

რა იდუმალი ძალა აძლევს ჟინიან ადამიანებს დაბრკოლებათა გადალახვის უნარს?

იქნებ, დაჟინება ტვინში სულიერი, გონებრივი ან ქიმიური მოქმედების რაღაც ისეთ ფორმას იწვევს, რომელიც ადამიანს ზებუნებრივ ძალას ანიჭებს?

იქნებ უსასრულო გონება იმ ადამიანის მხარეს დგება, რომელიც დამარცხების შემდეგაც ბრძოლას აგრძელებს?

წარმატების მიღწევის მთავარ წყაროს დაჟინება, ძალისხმევის კონცეტრირება და მიზნის განსაზღვრულობა წარმოადგენს.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).