არის ისეთი რაღაც, რისი კეთებაც თქვენ დედამიწაზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ. ეძიეთ, სანამ არ იპოვით, აქციეთ ის თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის ობიექტად, შემდეგ მთელი თქვენი ძალების ორგანიზება მოახდინეთ და შეუდექით საქმეს იმ რწმენით, რომ გაიმარჯვებთ. აირჩიეთ თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი და გადაწყვიტეთ მისი მიღწევა… ეს მიზანი თქვენს გაბატონებულ აზრად იქცევა და თქვენ გამუდმებით აქცევთ ყურადღებას იმ ფაქტებს, ინფორმაციასა და ცოდნას, რომლებიც ხელს უწყობენ ამ მიზნის მიღწევას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თქვენ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ თქვენი მიზნის განხორციელებას, მაშინ რა უნდა გააკეთოთ? აიყვანეთ დამხმარედ ისეთი ადამიანი ვინც შეძლებს, თავისი პროფესიული გამოცდილებით, ამის გაკეთებაში დაგეხმაროთ.
ერთხელ მოვინახულე ნაცნობი, რომელიც ერთ-ერთი კომერციული სკოლისათვის მსმენელებს აგროვებდა, მაგრამ ის უკმაყოფილო იყო თავისი სამუშაოთი, რადგან ვერ ახერხებდა იმდენი მსმენელის შეგროვებას, რომ თავი გაეტანა და ეძებდა სხვა სამუშაოს. მაშინ მე მას ვთხოვე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებთან მოეწყო ჩემი შეხვედრა, მან ეს მოაგვარა. სიტყვით გამოსვლაში შემოვხაზე გეგმა, რომელიც არა მხოლოდ მეტის გამომუშავების, არამედ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებისათვის მომზადების საშუალებას იძლეოდა. ეს გამოსვლა სპეციალურად გამყიდველებისთვის იყო განკუთვნილი და შედეგად ჩემმა მეგობარმა თავისი კომერციული სკოლის საღამოს კურსებზე რვა მსმენელი აიყვანა.
მეორე საღამოს მსგავსი შეხვედრა მომიწყო დიდ სამრეცხაოში, რის შედეგადაც კიდევ სამი სტუდენტი მიიღო და მათ შორის იყო ორი ახალგაზრდა ქალი, რომელიც უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა სარეცხ მანქანებთან.
კიდევ ერთი დღის შემდეგ შევხვდი ადგილობრივი ბანკის თანამშრომლებს, რის შედეგადაც კიდევ ოთხი სტუდენტის ჩაწერაც მოხდა.
ყველა ეს დაწესებულება, რომლებშიც მე სიტყვით გამოვდიოდი, მისი სამუშაო ადგილიდან 15 წუთის სავალზე იყო, მაგრამ მას არასდროს მოსვლია აზრი, რომ იქ საქმეზე შესულიყო, არც იმაზე უფიქრია, რომ დამხმარედ ორატორი აეყვანა, რომელიც მომავალი სტუდენტების დარწმუნებას შეძლებდა. ახლა ეს ჩემი ნაცნობი საკუთარ კომერციულ სკოლას უდგას სათავეში და ჩემთვის ცნობილია, რომ მისმა შემოსავალმა გასულ წელს 9 000 დოლარზე მეტი შეადგინა.
თქვენ არ გაგაჩნიათ შესაძლებლობები? იქნებ გაგაჩნიათ, უბრალოდ თქვენ მათ ვერ ამჩნევთ, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში კარგი ორატორის და სპეციალისტის დაქირავებაა.
ვინ არის ნაპოლეონ ჰილი: ბიოგრაფია: ნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილის რჩევები:
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – როგორ მივიღოთ საჭირო სამუშაო
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი ფულის შესახებ
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ჩვენს ირგვლივ ფულის კეთების მრავალი შესაძლებლობა არსებობს
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები