პირადი ქონების და სიმდიდრის საკონსულტაციო ფირმამ, Wealth-X-მა გამოავლინა 10 ყველაზე მდიდარი წყვილი:
1. ბილ გეითსი და მელინდა გეითსი – 85.7 მილიარდი დოლარი
ბილი და მელინდა ერთმანეთს იცნობდნენ 1987 წლიდან, როდესაც მელიდამ მუშაობა დაიწყო Microsoft-ში; ბილ გეითსმა სიმდიდრე მოიპოვა 1975 წელს გახსნილი Microsoft-ის კომპანიის წყალობით. კომპანიამ მალევე მთელი მსოფლიო მოიცვა და გეითსაც არ გაუძნელდა მილიარდერების სათავეში მოხვედრა.
2. ამანსიო ორტეგა გაონა და ფლორა პერეზი – 70.7 მილიარდი
საცალო ტანსაცმლის მეფედ ცნობილმა ორტეგამ და მის მეუღლემ, ფლორა პერეზმა ერთმანეთი დაქორწინებამდე 20 წლით ადრე, ორტეგას ყოფილი მეუღლის კომპანიაში(Inditex) გაიცნეს. ფლორა ფერეზი ამჟამად Inditex-ის კომპანიის დირექტორი და ასევე ორტეგას ფონდის ვიცე პრეზიდენტია. ორტეგა ცნობილი გახდა 1975 წელს, როდესაც მან პირველ მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა მსოფლიოში ცნობილი Zara-ს ბრენდი; დღემდე მის სიმდიდრის 57 % ისევ Zara-ს ბრენდიდან შემოსულ შემოსავალს ეკუთვნის.
3. უორენ ბაფეტი და ესტრიდ მენქსი – 65 მილიარდი დოლარი
უორენ ბაფეტმა ახლანდელი მეუღლე, ასტრიდ მენქსი გაიცნო, ყოფილი ცოლის სუზანის წყალობით. მისი ყოფილი მეუღლე სუზანი გარდაიცვალა 2005 წელს. 2006 წელს უორენმა ცოლად შეირთო ასტრიდ მენქსი, წყვილი სუზანის გარდაცვალებამდე მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობდა. ცნობილ ინვესტორს მფლობელობაში ჰყავს ძლიერი კომპანიები: Berkshire Hathaway, Dairy Queen, Fruit of the Loom, Helzberg Diamonds და Heinz! ასევე წილი ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ კომპანიებში – American Express, Coca-Cola, Goldman Sachs; ბაფეტმა, ბილ გეიტსთან ერთად წამოიწყო “The Giving Pledge” სახელის საქველმოქმედო აქცია, სადაც მილიარდერებს დახმარება უნდა გაეწიათ სოციალურად დაუცველებისთვის, უსახლაკროებისთვის და ბავშვებისთვის. აქცია დღემდე მოქმედებაშია. ბაფეტ-მენქსის წყვილმა გადაწყვიტეს ქონების 85 %-ის საქველმოქმედო აქციაში ჩადება;
4. დევიდ კოხი და ჯულია კოხი – 47.5 მილიარდი დოლარი
წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 1991 წელს. ამ პერიოდში ჯულია კომპანიის ცნობილი მოდის დიზაინერის თანაშემწე იყო, როგორც ცნობილია დევიდს ჯულია დანახვისთანავე მოსწონებია. დევიდი 50 წლის იყო, ხოლო ჯულია 27 ის. 1996 წელს ისინი შეუღლდნენ და ჰყავთ 3 შვილი. ჯულია ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბალეტის სკოლის დამფუძნებელია, ხოლო დევიდ კოხი, Koch-ის კომპანიებში თავის ძმის, ჩარლზის მოადგილეა; დევიდი კომპანიის ქიმიურ ტექნოლოგიების დირექტორიცაა.
5. ჩარლზ კოხი და ელიზაბეტ კოხი – 47.4 მილიარდი
ჩარლზ კოხსა და მის სამ ძმას მემკვიდრეობით დარჩათ მამისგან აწყობილი ბიზნესი. ჩარლზმა და დევიდმა ძმებისგან ბიზნესი შეისყიდეს 1 მილიარდ დოლარად; კომპანიის სახელმძღვანელოს საბჭოს თავმჯდომარე გახდა ჩარლზი, მასვე ეკუთვნის ასევე კომპანიის აქციების 42 %.
6. ვენგ ჯიანლინი და ლინ – 40.7 მილიარდი დოლარი
ვენგმა პირველი ინვესტიცია 1986 წელს გააკეთა, მისი დაბანდებული თანხა იყო სულ რაღაც 80 000 $, მაგრამ 30 წლის შემდეგ, ვანგი ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესმენია. სამხრეთ ამერიკაში მისი კინოთეატრები კონტინეტზე მეორე ადგილზეა, აქვს 50-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და Sunseeker Yachts -ის კომპანიაც მას ეკუთვნის; ვენგი ასევე მსოფლიოში ლიდერობს, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში; ვენგის მეუღლე ლინი Lin Investment Group Inc-ის გენერალური დირექტორია; ჩინეთის ტერიტორიებზე მიმდინარე მშნებლობებზე, ასევე იმპორტებსა ექსპორტებზეც პასუხისმგებელი პირია.
7. ჯეფ ბეზოსი და მაკენზი ბეზოსი – 39.8 მილიარდი დოლარი
მაკენზი ბეზოსმა, თავის მომავალი მეუღლე 1992 წელს გაიცნო ნიუ-ორკში მუშაობისას. 2 წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. და ერთად დაიწყეს Amazon.com-ისთვის ახალი რუკის მოძებნა; მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის ქსელს წარმოადგენს Amazon.com. მისი ღირებულება 175 მილიარდ დოლარს შეადგენს.
8. ბერნარდ არნო და ელენ მერსიე არნო – 38.7 მილიარდი დოლარი
ბერნარ არნო მსოფლიოს ყველაზე ლუქს ბრენდის, Moët Hennessy Louis Vuitton (LVMH) აღმასრულებელი დირექტორია; LVMH-ში შედის ცნობილი ბრენდები: Dom Perignon, Givenchy, Marc Jacobs, Christian Dior, Le Bon Marché და სხვა კიდევ 60 ცნობილი ბრენდი; არნოს მეუღლე კანადაში არის დაბადებული, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეა. წყვილს დღემდე ძალიან იზიდავს პიანინოზე დაკვრა. მათ აქვთ საუკეთესო პიანინოების კოლექცია.
9. მარკ ცუკენბერგი და პრისკილა ჩენი – 38.5 მილიარდი დოლარი
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა და მისი მეუღლემ პრისკილა ჩენმა ერთმანეთი ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიცნო, პრისკილა ჩენი, მარკ ცუკენბერთან შეუღლებამდე მასწავლებელი იყო.
10. ჯეიმს და ლინ უოლტონები – 36.2 მილიარდი დოლარი
ჯეიმსი არის ცნობილი კომპანიის Wal-Mart-ის დამფუძნებელი დირექტორის უმცროსი ვაჟი, ის 2005 წლიდან უდგას სათავეში კომპანიას, მისი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ. წყვილი ასევე ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკა მდებარეობს ბელტონვილში, აქვე ცხოვრობენ ჯეიმს და ლინ უოლტონები.Wal-Mart-ის კომპანიების ქსელში 2 200 000 კაცი არის დასაქმებული, კომპანია ფუნქციონირებს 14 ქვეყანაში.
წყარო: intermedia.ge