ბრაიან ტრეისის წარმატების სტრატეგია ორიენტირებულია ფინანსური დამოუკიდებლობისა და კარიერული ზრდის მიღწევაზე. ის წარმოადგენს ხერხებისა და პრინციპების სინთეზს, რომლებიც ფიგურირებდნენ სხვა კონცეფციებშიც, მაგრამ ტრეისის სტრატეგიას ახასიათებს ლაკონიურობა, დინამიკურობა, პრაქტიკული ქმედებისთვის ადვილი ადაპტაცია და დამიზნულია რეალურ შედეგებზე. საქმიანობის რომელიმე სფეროში წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევის მსურველებს ის თავაზობს აზროვნების, ქცევისა და მოქმედების შედეგიან მეთოდიკას. „ფინანსური წარმატება მოვა მხოლოდ იმის შედეგად, თუ თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებთ გარკვეულ, სრულიად კონკრეტულ ქმედებებს და გაიმეორებთ მათ იქამდე, სანამ არ მიაღწევთ სანუკვარ ფინანსურ დამოუკიდებლობას“, – აცხადებს ტრეისი.
თავის ახალ სტრატეგიას მან „მილიონრების წარმატების 21 საიდუმლო“ დაარქვა:
1. იოცნებეთ დიადზე;
2. გამოიმუშავეთ წინსვლის მიმართულების მკაფიო შეგრძნება;
3. ჩათვალეთ, რომ მუშაობთ მხოლოდ საკუთარი თავისათვის;
4. აკეთეთ ის, რის კეთებაც გიყვართ;
5. საკუთარი თავი მიუძღვენით სრულყოფას;
6. იშრომეთ უფრო მეტად და შეუპოვრად;
7. არ შეწყვიტოთ სწავლა მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში;
8. ანაზღაურება დასაწყისში უხადეთ მხოლოდ საკუთარ თავს;
9. შეისწავლეთ თქვენი საქმის ყველა დეტალი;
10. მიუძღვენით თქვენი თავი სხვათა მსახურებას;
11. აბსოლუტურად პატიოსანი იყავით საკუთარ თავთან და სხვებთან;
12. დაადგინეთ თქვენი უზენაესი პრიორიტეტები და მიზანდასახულად მოახდინეთ მათზე კონცენტრირება;
13. თქვენ თავს შეუქმენით სწრაფი და საიმედო მუშაკის რეპუტაცია;
14. მზად იყავით მწვერვალიდან მწვერვალზე ასასვლელად;
15. ყველაფერში დაამკვიდრეთ თვითდისციპლინის პრაქტიკა;
16. გამოათავისუფლეთ თქვენი თანდაყოლილი შემოქმედებითი შესაძლებლობები;
17. ურთიერთობები იქონიეთ სათანადო ადამიანებთან;
18. განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინეთ საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ;
19. იყავით გაბედული და მოქმედებაზე ორიენტირებული;
20. არასდროს არ დაუშვათ, რომ წარუმატებლობა განიხილებოდეს დასაშვებ ვარიანტად;
21. გაიარეთ „დაჟინებულობის ტესტი“.
წყარო: www.education.ge