მეწარმეობის სწავლება

2015 წლის 21-23 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართული დაწესებულებების მასწავლებელთათვის ჩატარდა სემინარი მეწარმეობის ზოგადი სავალდებულო მოდულის სწავლებაში.

სემინარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 40-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა. სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს მოდულის განხორციელების კალენდარული გეგმის, სწავლების მიდგომებისა და შეფასების ინსტრუმენტების პროექტები. მოხდა ახალი სახელმძღვანელოსა და განათლების სხვა რესურსების პრეზენტაცია. „მსგავსი სემინარები სხვა მოდულების სწავლებაშიც განხორციელდება რაც მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილ სხვა მასშტაბურ ღონისძიებებთან ერთად მოდულური პროგრამების წარმატებით დანერგვის წინაპირობებს შექმნის“ – განაცხადა პროგრამის მენეჯერმა, კახაბერ ერაძემ.

მეტი:
 Facebook/მეწარმეობის სწავლება

P.S.

სემინარის მასალები ხელმისაწვდომია მეწარმეობის სწავლით/სწავლებით დაინტერესებული ყველა პირისთვის შემდეგ ლინკზე: Teaching the Entrepreneurship. ასევე, მეწარმეობის სწავლებასთან დაკავშირებით არსებული სიახლეების სანახავად საკმარისია უბრალოდ მოიწონოთ (დააLikeოთ) სემინარის გვერდი Facebook/მეწარმეობის სწავლება.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).