[title size=”2″ content_align=”left” style_type=”default” sep_color=”#376092″ margin_top=”” margin_bottom=”” class=”” id=””]მასალის გამოყენების პირობები[/title][fusion_text]SEPIA-ს ოფიციალურ საიტზე – www.sepiango.org, სოციალურ ქსელსა და Youtube-ს არხზე გამოქვეყნებული სტატიები, ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო-აუდიო და სხვა მასალები (შემდგომ ტექსტში – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტები) წარმოადგენს საიტის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით. აღნიშნული მასალა წარმოადგენს სამსახურებრივ ნაწარმოებს, რომელზედაც საავტორო ქონებრივი უფლებები ეკუთვნის ააიპ – „სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციას – SEPIA“.
მასალის გაზიარება/გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით უფასოა.
კომერციული მიზნით ან ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალების, მათ შორის, ტელე-რადიო საშუალებების, ბეჭდვითი ან ინტერნეტმედიის მიერ, ზემოაღნიშნული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების გამოყენება (ნებისმიერი ფორმით გაშუქება, გადაბეჭდვა და ა.შ.) დასაშვებია მხოლოდ SEPIA-ს ინტელექტუალურ საკუთრებათა დაცვის დეპარტამენტთან (ისდდ) შეთანხმების შემთხვევაში, რისთვისაც უნდა შეავსოთ ქვემოთ მოცემული „შეთანხმების ფორმა N1“ (ფორმა N1).
ისდდ-ის თანამშრომელი განიხილავს თქვენს მიერ შევსებულ ფორმა N1-ს (საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე) და გამოსაყენებელი მასალის მოცულობისა და აქტუალობის გათვალისწინებით შეგატყობინებთ გამოყენების საფასურის ოდენობასა* და საბანკო რეკვიზიტებს, სადაც უნდა ჩარიცხოთ თანხა.
თანხის ჩარიცხვის შემდეგ (სასურველია თანხის ჩარიცხვის შესახებ ოპერატიულად აცნობოთ ისდდ-ის თანამშრომელს, რათა საბანკო გადარიცხვით გამოწვეულმა დაგვიანებამ არ შეაფერხოს გარიგების გაფორმება), ფორმა N1-ში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეთანხმების დადასტურების უნიკალურ ნომერსა და ტექსტის დასახელებას, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მიეთითოს გამოყენებული მასალის ბოლოს, სიტყვა „წყაროს“ შემდეგ.
შენიშვნა:
SEPIA-ს ინტელექტუალურ საკუთრებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის SEPIA-ს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების გავრცელების ყოველდღიური მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წესების დარღვევით გავრცელებული მასალის გამოვლენისას, წყაროს არ მითითების/არასწორად მითითების ან სხვა წესების დარღვევის გამოვლენისას, ისდდ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
* საფასურის ოდენობა – დამოკიდებულია მასალის კონტენტზე და მერყეობს 10-100 აშშ დოლარის ფარგლებში ან მის ეკვივალენტში ეროვნულ ვალუტაში, თანხის გადახდის მომენტისათვის არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით. [/fusion_text][title size=”3″ content_align=”left” style_type=”default” sep_color=”#376092″ margin_top=”” margin_bottom=”” class=”” id=””]მასალის გამოყენების პირობების შეთანხმების ფორმა N1[/title][fusion_text][contact-form-7 id=”14950″ title=”Contact form 2_მასალის გამოყენების პირობები”][/fusion_text]