მარიამობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია. ამ დღესასწაულს ასევე მოიხსენებენ როგორც მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. მარიამობა შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. ზოგიერთ რეგიონში, მარიამობას ზოგჯერ უწოდებენ „მარიობა“-ს, რაც არ არის მართებული.
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავენ იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს, ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.
მეტი: მარიამობა