„მუდმივი მცდელობა და დაბრკოლებების გადალახვა რაიმე ღირებულების შექმნის მეტ შანსს იძლევა“, „კონკურენტებს შეიძლება ეგონოთ, რომ ჩვენ ვართ დაბნეულები, მაგრამ მათ არ არაფერი არ იციან ჩვენი გეგმების შესახებ“ – ეს სიტყვები ეკუთვის Google-ს დამფუძნებლებს ლარი პეიჯს და სერგეი ბრინს.
ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი თავდაპირველად კომპანია Google-ს კომერციული მიზნებისთვის არ ქმნიდნენ, თუმცა ორივე დამაარსებელი მალევე მიხვდა, რომ საძიებო სისტემის საშუალებით სარფიანი ბიზნესის წამოწყება შეიძლებოდა. მათ მიზნად დაისახეს, რომ საძიებო სისტემა Google თითოეული ინტერნეტ მომხმარებლისათვის მარტივად ხელმისაწვდომი გამხდარიყო. „სანამ ცოტანი არიან ნოვატორი გიჟები, თქვენ კონკურენტი არ გეყოლებათ. საუკეთესო ადამიანები ცდილობენ, დიდებული დავალებები შეასრულონ“ – ამბობს ლარი პეიჯი.
პეიჯსა და ბრინს თავდაპირველად ნათლად წარმოდგენილი არ ჰქონდათ, საძიებო სისტემის საშუალებით როგორ უნდა ეშოვათ ფული, ახლადდაარსებულ კომპანიას ფინანსურად უჭირდა და მათ გადწყვიტეს საძიებო გვერდზე განეთავსებინათ მიზნობრივი ტექსტური სარეკლამო განცხადებები, რამაც ძალიან გაამართლა, კომპანიამ 2001 წელი მოგებით დახურა, Google კი დაარსდა 1998 წლის 4 სექტემბერს.
კომპანია Google სკოლებს, უნივერსიტეტებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს,მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უფასო მომსახურებას სთავაზობდა, სწორედ XXI საუკუნის დასწყისი იქცა Google – სთვის ერთგვარ ტრამპლინად, მსოფლიო ონლაინსივრცის დასაპყრობად.
დაარსების დღიდან კომპანია მუდმივად ვითარდება, ემატება ახალი პროდუქტები – „ჩვენ კიდევ გვაქვს გაუმჯობესების შესაძლებლობა და ეს პროცესი დაუსრულებელია… ის არ აწესებს შესაძლებლობებისა და წარმატების ზღვარს; ჩვენ გვსურს, Google გახდეს თქვენი ტვინის მესამე ნაწილი; ჩვენი ოცნებაა, შევქმნათ ჭეშმარიტად უსაზღვრო მონაცემთა ბაზა“ – ამბობენ Google-ს დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი.
კომპანიის წარმატებული პროექტებია:
Gmail; Google Eart; Youtube; Google+; Google Chrome; Android; AdWords; Google Doodles | მეტი
Google-ს დამფუძნებელთა აზრით: „თუკი კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით იზრუნებს დასაქმებულთა მოტივაციაზე და მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ ორგანიზაციას წარმატების მეტი შანსი ექნება“.
წყარო: ბიზნეს გენია | ლარი პეიჯი
ლარი პეიჯის რჩევები: SEPtips: ლარი პეიჯის ბიზნეს რჩევები
მეტი: ვიკიპედია ლარი პეიჯის შესახებ