ლარი პეიჯი (ინგლ. Lawrence „Larry“ Page, 26.03.1993) – კომპანია „გუგლის“ (Google) დამაარსებელია. დღეს მას 40 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონება აქვს და „ფორბსის“ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში პირველ სამეულშია. მან 1998 წელს სერგეი ბრინთან ერთად დაარსა ინტერნეტკომპანია, რომლის კაპიტალიზაცია დღესდღეობით 190 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ლარი პეიჯი 1973 წელს დაიბადა აშშ-ს ქალაქ ლასლინგში, მასწავლებლის ოჯახში. მამამისი კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი იყო მიჩიგანის უნივერსიტეტში, დედაც იმავე უნივერსიტეტში პროგრამირებას ასწავლიდა. თავადაც მშობლების გზას გაჰყვა და მაგისტრის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში.
სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო ასპირანტი-მათემატიკოსი სერგეი ბრინი, რომელთან ერთადაც შემდგომში ბიზნესი წამოიწყო. დღეს ლარი პეიჯი „გუგლის“ მთავარი აღმასრულებელი მენეჯერია და ხშირად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.