SEPtips: ლარი ელისონის რჩევები

1. თუ არ გარისკავთ, ესე იგი არ ცოცხლობთ;
2. ყოველთვის შესანიშნავად ვგრძნობ თავს, როცა გიჟს მეძახიან. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ახალი გავაკეთეთ, სხვებისგან განსხვავებული. მე ყოველთვის მეამბოხე ვიყავი, როცა გეუბნებიან, გიჟი ხარო, კარგია, ცუდია, როცა ასეთი შეფასებები არ გესმით;
3. ვიქრობ, ყველაზე ეფექტური ადამიანების მოტივაცია არის, არა იმდენად წარმატების წყურვილი, რამდენადაც მარცხის შიში;
4. ყოველ ჯერზე, როცა წარმოვიდგენ, რომ ჰორიზონტზე მარცხის შესაძლებლობამ გაიელვა, დაქოქილი ვიწყებ მუშაობას;
5. ჩემი განმასხვავებელი ნიშანი ყოველთვის იყო ჩვევა, ეჭვი შემეტანა საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებში, სკეპტიკურად მოვკიდებოდი ექსპერტებს, არ მეკანკალა ავტორიტეტების წინაშე;
6. კარგი განათლება ბიზნესში უპირატესობაა, მაგრამ არა წარმატების გარანტია;
7. ჩემს კომპანიაში გვქონდა წესი – სამუშაოდ არ ვიღებდით ისეთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც კვირაში სამჯერ მაინც სადილობას ვერ შევძლებდით;
8. მე არ მჩვევია, სოციალურად სანაქებო პასუხები გავცე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მოსმენა სურთ;
9. ჩვენს პროდუქტებს კონკურენტებისას ვადარებთ. ჩვენ არ ვცრუობთ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ შეგვიძლია იმის გაკეთება, რაც მათ არ შეუძლიათ;
10. უშიშარი ადამიანი ვარ. ყველაზე დიდი შიში, რომელიც შეიძლება გავიხსენო, მაშინ განვიცადე, როცა სკოლიდან დავბრუნდი და დედა შინ არ დამხვდა. ძლიერი შიში საშინელი განცდაა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სამართებლის პირზე დადიხარ, ასევევ, ოდნავი საფრთხის განცდა, ქმნის კოქტეილს, რომლითაც ვტკბები;
11. ჩემი უპირველესი პრიორიტეტი ოჯახია, მეორე – სამუშაო;
12. ვცდილობ ყოველთვის ორმაგად გავაანალიზო ჩემი ქმედებები: რამდენად სამართლიანი და მორალურია და რამდენად პრაქტიკული;
13. მომწონს, როცა მომტკიცებენ, რომ არა ვარ მართალი. ეს შესანიშნავია! არ მინდა ვიყო უსამართლო, ამიტომაც მადლობელი ვარ მათი, თუ შეცდომებისგან მიცავენ;
14. როცა ჩემი კომპანია დავაარსე, მხოლოდ ისეთი გარემოს შექმნა მინდოდა, რომელშიც სიამოვნებით ვიშრომებდი;
15. მე იმაზე არ ვფიქრობ, რა სურს კლიენტს, მირჩევნია, ვკითხო;
16. კომპიუტერული ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელსაც მოდა მართავს უფრო მეტად, ვიდრე ქალის მოდის ინდუსტრიას;
17. მივეჩვიე გამარჯვებებს, რაც მეტად იმარჯვებთ, მით მეტად გსურთ მოგება;
18. ჩვენი პროდუქტები შეიძლება საშინელი იყოს, მაგრამ მანამ, სანამ ისინი ყველა დანარჩენს წინ უსწრებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ;
19. თუ არ შეგიძლიათ იყოთ პირველი, მაშ, ამ ბიზნესში არაფერი გესაქმებათ;
20. გამუდმებით ბიზნესსზე ვფიქრობ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამაზე გამუდმებით უნდა ვილაპარაკო.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).