ლარი ელისონის ბიოგრაფია

ლარი ელისონი დღეს მეხუთეა მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, 48 მილიარდი დოლარით. ამერიკელი მეწარმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელი და მეთაურია.

ლარი ელისონი დაიბადა 1944 წელს ნიუ-იორკში, 19 წლის გაუთხოვარი ებრაელი ფლორენს სპელმანის ოჯახში. მამამისი წარმოშობით იტალიელი, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი ყოფილა და არც სცოდნია, რომ მისი მიჯნური დაორსულდა. როცა ცხრა თვის ლარის პნევმონია დაემართა, დედამისი მიხვდა, რომ ვერ იზრუნებდა მასზე და თავის ბიძასა და დეიდას გადააბარა გასაზრდელად. ლილია და ლუის ელისონმა იშვილეს ლარი.  ნამდვილ დედას ცნობილი ბიზნესმენი მხოლოდ 48 წლის ასაკში შეხვდა.

ელისონი ჩიკაგოში გაიზარდა, იქვე დადიოდა სკოლაში და ილინოისის უნივერსიტეტშიც ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდში დედობილი გარდაეცვალა, რის გამოც სწავლა მიატოვა. 1964 წელს, 20 წლისა, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. მალე აითვისა გამომთვლელი ტექნიკა და რამდენიმე კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მათ შორის იყო კომპანია „ამპექსი“. ამ უკანასკნელ კომპანიაში ქონდა პირველი პროექტი – ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსთვის მონაცემთა ბაზის სამართავი სისტემის შემუშავება, რომელსაც Oracle (ორაკული) დაარქვა.

მოგვიანებით მისი კომპანია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სხვადასხვა ახალ ვერსიას უშვებდა, გაყიდვები გაიზარდა და ლარი ელისონს მილიარდები მოუტანა.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები


oracle logo

 

 

 

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).