[one_full last=”yes” spacing=”yes” center_content=”no” hide_on_mobile=”no” background_color=”” background_image=”” background_repeat=”no-repeat” background_position=”left top” hover_type=”none” link=”” border_position=”all” border_size=”0px” border_color=”” border_style=”” padding=”” margin_top=”” margin_bottom=”” animation_type=”” animation_direction=”” animation_speed=”0.1″ animation_offset=”” class=”” id=””][title size=”3″ content_align=”left” style_type=”default” sep_color=”” margin_top=”” margin_bottom=”” class=”” id=””]რობერტ კიოსაკის კვადრანტი წარმოადგენს ყველაზე ლოგიკურ და დასაბუთებულ პასუხს კითხვაზე – ვინ გინდა გამოხვიდე როცა „გაიზრდები“? პოლიციელი, მასწავლებელი, ექიმი, ბიზნესმენი… სულერთია, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ადრე თუ გვიან, ამ ოთხიდან ერთ ერთ სექტორში ხვდება. ქვემოთ მოცემულ ღილაკებზე დაწკაპებით გაიგებთ თითოეული სექტორის დადებით/უარყოფით მხარეებს და მიიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს. დაინახავთ თქვენ თვითონ რომელ სექტორში იმყოფებით და რომელში გინდათ რომ იყოთ. შეხვდით მომავალ სამსახურს მაქსიმალურად მომზადებული:[/title][fusion_tabs design=”classic” layout=”horizontal” justified=”yes” backgroundcolor=”” inactivecolor=”” bordercolor=”” class=”” id=””][fusion_tab title=”სექტორი – „დ“” icon=”fa-heart-o”]დაქირავებული:
იგულისხმება ყველა დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას იღებს დამქირავებლის სასარგებლოდ შრომის სანაცვლოდ, ხელფასის სახით. მაგალითად: პოლიციელი ან სხვა საჯარო მოხელე, ადვოკატი, ბუღალტერი, დირექტორი, მსახიობი, პოლიტიკოსი, მასწავლებელი და ა.შ.
დადებითი მხარეები:
- ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
- ნაკლები პასუხისმგებლობა;
- არ ეწევი ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ რისკებს;
- გამოცდილების მიღება სხისი რისკის ხარჯზე;
- საჭირო ნაცნობებისა და კონტაქტების დაგროვება;
- შეგიძლია შვებულება აიღო და დაისვენო ისე, რომ ყოველთვიური შემოსავალი იგივე დაგრჩეს.
უარყოფითი მხარეები:
- დამოუკიდებლა ვერ იღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას;
- არ ხარ „ყველაფრის“ საქმის კურსში;
- ხშირია მენეჯერის არაკომპეტენტურობა;
- ხშირად გიწევს საკუთარი პრინციპების დათმობა მენეჯერის ახირების გამო;
- არსებობს რისკი ტყუილ უბრალოდ დაგითხოვონ სამსახურიდან;
- რაც უფრო მეტს გამოიმუშავებ, მით ნაკლები თავისუფალი დრო გრჩება;
- სამსახურში შენს მიერ შექმნილ პროდუქტებზე არ გაქვს საკუთრების უფლება – ანუ, მოულოდნელად ყოველთვიური შემოსავალი რომ შეგიწყდეს, სხვა სამსახურის შოვნამდე, თავის სარჩენად, ვერაფერს გაყიდი შენს მიერ შექმნილი პროდუქტებიდან.
რეკომენდაცია:
- ეცადე ისეთ სამსახურში დასაქმდე დაქირავებულ თანამშრომლად, სადაც გექნება შესაძლებლობა აკეთო საყვარელი საქმე. ასეთი მიდგომა გხდის ხალისიანს და გმატებს სტიმულს იოლად დაძლიო, მენეჯერის არაკომპეტენტურობით ან სხვა გარემოებებით გამოწვეული, ესა თუ ის ყოველდღიური სირთულე;
- სანამ უფროსთან კონფლიქტს მოაწყობთ, ყოველთვის გაიხსენეთ სტივ ჯობსის სიტყვები: „თუ დააკვირდებით საზოგადოების თვალში წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს, აღმოაჩენთ, რომ ვისაც უყვარდა თავისი საქმე, სწორედ მან მიაღწია წარმატებას, იმიტომ, რომ საქმის სიყვარული ეხმარებოდათ მათ გაეძლოთ მძიმე წუთებში და არ მიეტოვებინათ საყვარელი საქმე, ხოლო ისინი, ვისაც არ უყვარდა თავისი საქმე, მალევე ტოვებდნენ მას“.
- დასკვნის მაგიერ – თუ გიყვარს საქმე და ამ სამსახურის გარდა ვერსად ვერ აკეთებ ამ საქმეს, მაშინ „მოთმინე არაკომპეტენტური მენეჯერი“, ხოლო თუ საქმე არ გაინტერესებთ, უბრალოდ აუხსენით მენეჯერს კონკრეტულად, თუ რომელი სფერო გაინტერესებთ ამ დამსაქმებელთან. ასეთი ქმედება მენეჯერს სიმპატიით განაწყობს შენს მიმართ და ხშირ შემთხვევაში, აუცილებლად გამოგიძებნით საყვარელ საქმეს;
- ეცადეთ თანდათან გადახვიდეთ „ბ“ ან „ი“ სექტორში.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „ფულის ნაკადის კვადრანტი“[/fusion_tab][fusion_tab title=”სექტორი – „თ“” icon=”fa-heart-o”]თვითდასაქმებული:
იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელმაც სხვაზე უკეთ იცის რაიმე საქმე და შემოსავალს ღებულობს უშუალოდ კლიენტისგან. მაგალითად, პროფესიონალი ხელოსანი, სანტექნიკი, სტომატოლოგი, მკერავი ან ნებისმიერ სფეროში თვითდასაქმებული პირი, რომელსაც არ ჰყავს უფროსი.
დადებითი მხარეები:
- დამოუკიდებლად შეგიძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება;
- სამუშაო გრაფიკს შენ თვითონ განსაზღვრავ;
- თუ ორამგად იმუშავებ, შემოსავალიც გაორმაგდება;
- ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ხარ.
უარყოფითი მხარეები:
- თუ ავად გახდი ან შვებულებაში გახვედი, შეგიწყდება შემოსავალი;
- გიხდება საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის აწყობა;
- ერთ ადამიანს გიხდება ყველაფერზე (მენეჯმენტი, მარკეტინგი, პიარი და ა.შ.) ზრუნვა;
- კლიენტის არსებობა/არარსებობით გამოწვეული არასტაბილური შემოსავალი.
რეკომენდაციები:
- საქმის მატებასთან ერთად, მოახდინეთ ცალკეული მოვალეობების დელეგირება. კერძოდ, დაიქირავეთ თანამშრომლები – ბუღალტერი, მარკეტინგის სპეციალისტი, PR-ის სპეციალისტი და მოახდინეთ მათზე შესაბამისი საქმეების გადანაწილება;
- ეცადეთ თანდათან გადახვიდეთ „ბ“ ან „ი“ სექტორში.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „ფულის ნაკადის კვადრანტი“[/fusion_tab][fusion_tab title=”სექტორი – „ბ“” icon=”fa-thumbs-o-up”]ბიზნესმენი:
იგულისხმება ყველა ის ადამიანი, ვისაც დაფუძნებული აქვს საკუთარი კომპანია და თავის მიერვე დანიშნულ ხელფასთან ერთად იღებს ასევე კომპანიის მოგებას. ბიზნესმენი ძირითადად ქირაობს და ხელფასს უხდის დაქირავებულ თანამშრომლებს „დ“ სექტორიდან.
დადებითი მხარეები:
- შეგიძლია დამოუკიდებლად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება;
- რაც უფრო ბევრს მუშაობ, მით უფრო იზრდება შენი შემოსავალი;
- შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს დაუსრულებლად;
- თუ ცოტა ხნით ავად გახდი ან შვებულებაში გახვედი, საქმე არ ზარალდება.
უარყოფითი მხარეები:
- გიხდება ბევრი მუშაობა, განსაკუთრებით ბიზნესის საწყის ეტაპზე;
- ეწევი ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ რისკებს.
რეკომენდაციები:
- ეცადეთ ბიზნესი ააწყოთ ისეთ სფეროში, რაშიდაც გაქვთ გამოცდილება;
- ეცადეთ დაიქირაოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო თანამშრომლები. გაარკვიეთ რა ამოტივირებს თითოეულ მათგანს და შეინარჩუნეთ ისინი თქვენს კომპანიაში – შეუქმენით ისეთი სამუშაო პირობები, რომ მუდმივად ჰქონდეთ მუშაობის სურვილი;
- ეცადეთ თანდათან გადახვიდეთ ან „ი“ სექტორში
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „ფულის ნაკადის კვადრანტი“[/fusion_tab][fusion_tab title=”სექტორი – „ი“” icon=”fa-thumbs-o-up”]ინვესტორი:
იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც აქირავებს ქონებას და შემოსავალს იღებს ამ ქონების დამქირავებელთაგან.
დადებითი მხარეები:
- მინიმალური რისკის ხარჯზე იღებს შემოსავალს;
- სტაბილური შემოსავალი;
- რაც უფრო მეტს გამოიმუშავებს, მით მეტი თავისუფალი დრო აქვს.
უარყოფითი მხარეები:
- შესაძლოა მოიწყინო „უსაქმურობისგან“.
- გაქირავებიდან შემოსული შემოსავალი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ბიზნესიდან.
რეკომენდაციები:
- გახსოვდეთ გამონათქვამი – „წარმატების მწვერვალიდან ფკერამდე ერთი ნაბიჯიაო“;
- ეცადე გამოძებნო ისეთი ბიზნესი, სადაც მხოლოდ იმ საყვარელ საქმეებს გააკეთებ, რომლის კეთებაც არასდროს გბეზრდება;
- მაქსიმალურად ხშირად დაესწარით ტრენინგებს თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „ფულის ნაკადის კვადრანტი“[/fusion_tab][/fusion_tabs][/one_full][fusion_text]მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები[/fusion_text]