SEPtips: კარლოს სლიმის ბიზნესციტატები

1. როცა რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, სწრაფადვე ვაკეთებ;
2. ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესის ძველი სახეობები დროთა განმავლობაში იღუპება, ძალიან ცდება, ისინი ახალი ცივილიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა;
3. როცა კრიზისის დროს ყველა ცდილობდა აქტივების თავიდან მოშორებას, მე ვყიდულობდი;
4. დროის უმეტეს ნაწილს ახალი ტექნოლოგიების შესწავლაზე ვხარჯავ, მე უნდა ვიცოდე, რა ხდება მსოფლიოში და როგორ შეიძლება ამით ფულის შოვნა;
5. ბიზნესი ჩემპიონატი არ არის, აქ საჭიროა კონკურენტების გასასწრებად ბრძოლა, გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენი კომპეტენტურობა ამა თუ იმ სექტორში;
6. სიმდიდრემ სიმდიდრე უნდა შვას, აი, რატომ არის საჭირო მოგებული ფულის ინვესტირება და შემოსავლების განაწილება;
7. მიმაჩნია, რომ სიღარიბე საუკეთესო გარემოა ზრდისთვის, ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა ჩემი ცხოვრების მთავარი ინვესტიციაა;
8. კომპრომისი და პასუხისმგებლობა – აი, წარმატებული ბიზნესის მთავარი შემადგენელი ნაწილები;
9. ჩემი მიზანი ფული არ არის, მე ვისწრაფი შევქმნა მომგებიანი კომპანიები საუკეთესო კოლექტივით, მინდა შევიცნო ახალი სფეროები;
10. არ მაღელვებს ჩემი რეპუტაცია, თუ სხვათა აზრებით ცხოვრობთ, დაღუპული ხართ, არ მინდა დარჩენილი სიცოცხლე იმაზე დარდში გავლიო, რას იტყვიან ჩემზე შთამომავლები.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).