1. სრულიადაც არა აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა მართალი, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რამდენ ფულს შოულობ, როცა მართალი ხარ და რამდენს კარგავ, როცა ცდები;
2. ჩემი პრინციპია – უპირველესად ისწრაფე იმისკენ, რომ გადარჩე და მხოლოდ შემდეგ იშოვე ფული;
3. ბიზნესი არც ისე რთულია, ბევრი ადამიანი, რომელსაც საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, საკმაო ფულს შოულობს. ნამდვილად ჭკვიან ადამიანებს კი შეუძლიათ გამდიდრება, თუ მართლა მიუძღვნიან თავს ამ მიზანს;
4. ფული წარმატების მხოლოდ ერთ – ერთი აუცილებელი კომპონენტია, ზოგჯერ ფულს შეუძლია, მეტი ზიანიც კი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი;
5. მე არ ვთამაშობ დადგენილი წესებით, პირიქით, ვცდილობ, თამაშის წესები შევცვალო;
6. ღმერთმა მოკლე მეხსიერება მომცა, რაც მაძლევს საშუალებას საქმე მქონდეს არა წარსულთან, არამედ მომავალთან;
7. არ მეშინია ყველაფრის დაკარგვის, მე ხომ ჯერ კიდევ მაბია თავი მხრებზე, ამ თავში კი ტვინიც არის.
8. თუ ინვესტირება საინტერსო საქმიანობად მიგაჩნიათ და მისგან სიამოვნებას იღებთ, როგორც ჩანს, ვერაფერს შოულობთ, ნამდვილი ინცესტირება საშინლად მოსაწყენი რამ არის.
9. წარმატების მისაღწევად აუცილებელია დასვენებაც, საჭიროა დრო, რომელიც მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ;
10. თქვენი პრობლემა ის არის, რომ საინტერესო საქმის გაკეთება გინდათ ადამიანისთვის, რომელსაც გამდიდრება უნდა, სულერთია რას აკეთებს, ის მხოლოდ საბოლოო მოგებაზე ფიქრობს. მთელი დღე ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ იშოვოს მეტი ფული. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავ დახლს დადგამს ფეხსაცმლის საწმენდად, მაშინ სწორედ ეს იქნება მისი საქმე.