SEPtips: ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები

1. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე)! სინამდვილეში  კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ, რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის,  მით ცუდად იცხოვრებთ;
2. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაშია;
3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ, თუ საერთოდ არ გაქვთ ფული, მაშინ დაუყონებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავლის ბევრი წყარო და დატკბი ცხოვრებით;
5. მოიფიქრეთ, როგორ იშოვოთ 50 ათასი დოლარი თვეში, ნაკლები – არა, მეტი – შეიძლება (ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული – საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 -ათას დოლარს ხარჯავენ);
6. მეტი ურთიერთობა – ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები იშვიათად მდიდრდებიან;
7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანებსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს, თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები, ალბათ ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან;
8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე, სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი თავის გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამ წუთას მიზნისკენ სვლა;
9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებს, აზროვნებას;
10. ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს;
11. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ;
12. შექმენით ბიზნეს სისტემები, დატკბით ცხოვრებითა და თქვენს მიერ გამომუშავებული ფულით.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ვინ არის ჯონ როკფელერი: ჯონ როკფელერის მოკლე ბიოგრაფია
მეტი: ვიკიპედია ჯონ როკფელერის შესახებ

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).