1. მოიპოვეთ შემოქმედებითი თავისუფლება – როგორ მოვიპოვე თავდაჯერება? შევწყვიტე ფარისევლობა, ვიღაცად თავის მოჩვენება და მთელი ენერგია მივმართე იმ ერთადერთის დასასრულებლად, რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა. ფუჭი იყო ეჭვი, შევძლებ თუ არა კიდევ სხვა რამეში წარმატების მიღწევას, იქნებ სულაც ვერ მოვაღწევ ვერაფერს იმ სფეროში, რომელიც ჩემს დანიშნულებად მიმაჩნია-მეთქი. ამ ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, თავისუფალი გავხდი, იმიტომ, რომ ყველაფერი , რისიც ძალიან მეშინოდა, უკვე მოხდა, მე კი კვლავ ცოცხალი ვიყავი, ისევ მყავდა ჩემი სათაყვანებელი ქალიშვილი, მქონდა ძველი საბეჭდი მანქანა და გრანდიოზული იდეა, ფსკერი ჩემთვის სწორედ იმ მყარ საძირკვლად იქცა, რომელზეც ხელახლა ავაგე ჩემი ცხოვრება… როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება;
2. იყავით უიღბლოთა მადლიერი – მადლობა თქვით იმ უიღბლობისა და მარცხისათვის, რაც შეგემთხვათ. იმის ცოდნამ, რომ მოვლენებმა უფრო გამაძლიერა და დამაბრძენა, გადარჩენის უნარიც გამიძლიერა. შეუძლებელია, შეიცნო შენი თავი და შეაფასო ურთიერთობების სერიოზულობა, თუ ცხოვრებისეული განსაცდელი არ გაგივლია. მე პრიზი მივიღე მტკივნეული გამარჯვებისათვის. ახლა უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი ბავშვობაში, მოზარდობისას ან ახალგაზრდობაში;
3. იყავით გამბედავი, ნუ მოერიდებით გამოწვევებს – ნუ იქნებით მფრთხალი და მშიშარა, უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა გამოწვევა, როცა წერა დავიწყე, ქმარს დავშორდი, პატარა ბავშვი მყავდა და ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდი, სულიც დამძიმებული მქონდა, მაგრამ სწორედ ამ გაჭირვებამ მიბიძგა, რაღაცისთვის მიმეღწია. მე რომ ახალი გამოწვევების შემშინებოდა, გავგიჟდებოდი;
4. გჯეროდეთ სიყვარულის, ის დაგეხმარებათ – ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარული უნიშვნელოვანესი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. რა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“? ის ძლიერია შიშზე, სიკვდილზეც კი. სიყვარული იმარჯვებს, როცა ვიღაც კვდება, მისადმი სიყვარული მაშინაც არ ქრება;
5. გჯეროდეთ წარმატების – თუ არ გიმართლებთ, პრობლემებია სამსახურში და პირად ცხოვრებაში, იმედი არ დაკარგოთ, მაინც გჯეროდეთ წარმატების, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვლება;
6. აკეთეთ საყვარელი საქმე – უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც მართლაც სიამოვნებას მოგგვრით. თავს ცუდად ვგრძნობ, როცა არ ვწერ. ერთი კვირა დაახლოებით ის ვადაა, რომლის მოთმენაც შემიძლია.
წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ვინ არის ჯოან როულინგი: ბიოგრაფია: ჯოან როულინგი
მეტი: ვიკიპედია ჯოან როულინგის შესახებ