#იყავიფხიზლად

1073

#იყავიფხიზლად – წარმოადგენს სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) პროექტს. პროექტის მიზანია საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლა. კერძოდ, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში იწვევს გონების გაფანტვას, ანელებს ადამიანთა რეაქციას და ზრდის უარყოფითი შედეგების დადგომის საშიშროებას.

ასეთი სიტუაცა შეიძლება იყოს: ქუჩებში და გზებზე ყურსასმენების გამოყენებით გადაადგილება, ასევე მობილური მოწყობილობიდან თვალის მოუშორებლად გადაადგილება, მოძრაობის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინებების შედგენა, ქვეითთა გადასასვლელებზე არსებულ შესაძლო საფრთხეებზე ყურადღების გამახვილება, ბავშვებისა მიმართ ყურადღების მოდუნება და ყველა სხვა შესაძლო სიტუაცია, რომელმაც შეიძლება, სხვადასხვა დროს გამოიწვიოს ადამიანის გონების გაფანტვა და ყურადღების არასწორი მიმართულებით წარმართვა.

უფრო მეტი: #იყავიფხიზლად