„მან შექმნა საკუთარი თავი, მერე კი პირადი გამოცდილების, უამრავი შეცდომისა და წარმატების ხარჯზე სამუდამოდ შეცვალა შეხედულება ავტომანქანებისა და ზოგადად, ბიზნესის მიმართ“ – ხშირად ასე მოიხსენიებენ „Ford Motor Company“ – ის დამფუძნებელს ჰენრი ფორდს.
ფორდის მენეჯმენტი ბევრისთვის ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, კარგა ხანს ვერავინ ხვდებოდა მისი ბიზნესის წარმატების მიზეზებს. მიუხედავად ამ წარმატებისა, ჰენრი ფორდი უბრალო ადამიანი იყო – არ სვამდა, არ ეწეოდა, ადრე წვებოდა, ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში დადიოდა, ძვირფას ნივთებსა და ტანსაცმელს ხშირად არ ყიდულობდა და ა.შ.
ერთხელ, ფორდი ფლორიდაში მოგზაურობდა თავის კომპანიაში წარმოებლი, მაგრამ იაფიანი ავტომანქანით. გზაზე მძღოლი დაინახა, რომელიც მანქანის შეკეთებას ცდილობდა. ფორდმა მისი დახმარება გადაწყვიტა, მივიდა მასთან, ძრავში რაღაც გადაატრიალა და მანქანაც ამუშავდა. გახარებულმა მძღოლმა ფორდს 10 დოლარი შესთავაზა, რაზედაც რა თქმა უნდა იუარი მიიღო. უცნობმა მოიბოდიშა – ყველაფერში დამნაშავე თქვენი იაფიანი ავტომანქანაა, ვიფიქრე რადგან ასეთი მოკრძალებული მანქანით დადის, 10 დოლარი არ აწყენდა მეთქი…
ერთხელ ფორდი ლონდონში ჩავიდა თავისი მოკრძალებული სამოსით და აეროპორტის ცნობათა ბიუროში იაფიანი სასტუმრო იკითხა. აეროპორტის მოსამსახურემ იცნო „ავტომობილის მეფე“ და გაოცება ვერ დამალა – „იცით, თქვენი ვაჟი ყოველთვის საუკეთესო სასტუმროებში ჩერდება და მდიდრულად აცვია, ხოლო თქვენ იაფფასიან სასტუმროს ეძებთ და იაფიანი ტანსაცმელი გმოსავთ, დავიჯერო ასეთი გზით ეკონომიას აკეთებთ?“ ფორდმა უპასუხა: „სადაც არ უნდა გავჩერდე და რაც არ უნდა მეცვას, მაინც ჰენრი ფორდი ვარ, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?“.
ფორდი თავისი გასაოცარი ინტუიციის, კრეატიული აზროვნებისა და მახვილი გონების წყალობით მიზანს ყოველთვის აღწევდა. ის იყო დიდი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. მისი მეგობრების სიაში იყვნენ თომას ედისონი და ჯონ როკფერელი. „ჩვენ გვინდა ჰენრი“ – ეს მოწოდება კარგა ხანს იყო აღბეჭდილი ამერიკელი მუშების კეპებსა თუ შლაპებზე, აფიშებზე, კედლებსა და ღობეებზე, სამკერდე ნიშნებზე და ა.შ.
წყარო: ბიზნეს გენია, ჰენრი ფორდი
ვინ არის ჰენრი ფორდი: ჰენრი ფორდის ბიოგრაფია
რჩევები: ჰენრი ფორდის 10 ციტატა წარმატებაზე
მასალის გამოყენების პირობები