SEPtips: ჰენრი ფორდის 10 ციტატა წარმატებაზე

1. ჩვენი წარუმატებლობა, ჩვენი წარმატების მასწავლებელია;
2. როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს;
3. შეკითხვის დასმა „ვინ უნდა იყოს ბოსი?“ იგივეა, რომ იკითხო: „ვინ უნდა იყოს ტენორი ამ კვარტეტში?“  რასაკვირველია ის, ვისაც შეუძლია ტენორის პარტიის შესრულება;
4. ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს უნარშია, გავითვალისწინო სხვა ადამიანების შეხედულებები და მოვლენებს მისი და საკუთარი თვალით შევხედო;
5. ამქვეყნად ყველაზე რთულია  საკუთარი თავით ფიქრი, ალბათ, ამიტომაც ძალიან ცოტა ადამიანი იქცევა ასე;
6. ყველაზე სწორი გზა, რომ ფული ვერ იშოვო, სიხარბეა, მაგრამ თუ კმაყოფილებისათვის იმუშავებ,  რომელიც საქმის პატიოსნად კეთებას მოსდევს, ფული თავისთავად გაჩნდება;
7. ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე აქამდე კეთდებოდა;
8. თუ თვითონ დაჩეხ შეშას ორმაგად გათბები;
9. იდეები თავისთავდ ფასეულია, მაგრამ ნებისმიერი იდეა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იდეაა, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხორცი შეასხა.
10. ხანდაზმულები ყოველთვის ურჩევენ ახალგაზრდებს,  ფული დაზოგონ,  ეს ცუდი რჩევაა,  ნუ დააგროვებთ ფულს ყულაბაში, საკუთარ თავში დააბანდეთ,  სანამ 40 წელს არ მივაღწიე, დოლარიც კი არ დამიზოგავს.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).