უკვე გავეცანით ჰენრი ფორდის რჩევებს მოგებაზე, ცვლილებებზე, ფასებზე და მენეჯმენტზე, ვაგრძელებთ მისი რჩევების გაცნობას ხელფასის და რეკლამის შესახებ:
ხ ე ლ ფ ა ს ზ ე
- ყოველმა ამბიციურმა დამსაქმებელმა დაქირავებულს იმაზე მეტი უნდა გადაუხადოს, ვიდრე მისი კონკურენტები იხდიან, მუშაკი კი მოინდომებს და დამქირავებელს დაუკმაყოფილებს ამბიციებს;
- წარმოების ისეთ მეთოდებს გამოვძებნი, ხელფასი რომ გაიზარდოს, რადგან თუ ხელფასს შეამცირებ, მყიდველთა რაოდენობაც შემცირდება;
- ბევრ ბიზნესმენს ეგონა, რომ ხელფასები იმტომ გავზარდეთ, საქმეები კარგად მიგვდიოდა და რეკლამაც გვინდოდა, ისინი გვკიცხავდნენ, რომ უკუვაგდეთ ძველი ცუდი ტრადიცია – გადაუხადო მუშაკს იმდენი, რამდენსაც დაგთანხმდება, ასეთი წესები არაფრად ვარგა, მის შეუცვლელად სიღარიბეს ვერასდროს დავძლევთ, ეს რეფორმა იმიტომ კი არ ჩავატარეთ, რაც შეგვეძლო, მეტი გადაგვეხადა მუშაკისათვის, ამით საკუთარი კომპანიის ფუნდამეტი გავაძლიერეთ;
- ტყუილად არ ვარიგებდით ფულს – ჩვენ მომავალზე ვფიქრობდით, კომპანია, რომელიც ცუდად იხდის, არამდგრადია;
- არაფერია იმ სამყაროზე უკეთესი, სადაც ყველას ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება.
რ ე კ ლ ა მ ა ზ ე
- მე შევქმენი შედარებით კომპაქტური ორცილინდრიანი ძრავა და აღმოჩნდა, რომ ის დიდ სისწრაფეს ავითარებდა, საპაექროდ მოველაპარაკე ავტორბოლაში ამერიკის ჩემპიონ ალექსანდრე უინტონს და ერთმანეთს დეტროიტის იპოდრომზე, გრინ- პოინტზე გავეჯიბრეთ; მე გავიმარჯვე, ეს ჩემი პირველი რბოლა და ერთადერთი სარეკლამო აქცია იყო, რომელიც საზოგადოებამ დააფასა.„როდესაც ფიქრობ, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება უკეთ გააკეთო, ხვდები , რომ შეუძლებელსაც შეძლებ, ამიტომ არასდროს ვაღიარებ შეუძლებელის არსებობას!“