ჯორჯ სოროსის ბიოგრაფია

ჯორჯ სოროსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ფინანსისტი და ფილანტროპია. ამ ადამიანმა უდიდესი ფული დააგროვა. მისი ქონება დღეს 39,6 მლრდ დოლარია.

ჯორჯ სოროსი დაიბადა 1930 წელს ბუდაპეშტში, საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში – მისი ნამდვილი გვარია შვარცი. მამამისი ადვოკატი იყო. ოჯახმა გვარი უნგრული ვარიანტით შეიცვალა და ჯერ შოროშად იქცა, მერე კი – ამერიკულად სოროსად.

ჯორჯ სოროსმა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა დაამთავრა. ინგლისში საგალანტერიო ფაბრიკაში მუშაობდა, მერე კი – კომვოიაჟორად, თუმცა გამუდმებით ეძებდა სამუშაოს ბანკში. ბანკში მუშაობის დაწყებისთანავე დაინტერესდა ბირჟით და სწორედ აქ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა. სოროსი აშშ-ში გადაბარგდა, უოლ-სტრიტზე საბროკერო ფირმაში დაიწყო მუშაობა. აშშ-ში მისი კარიერა საერთაშორისო არბიტრაჟთ დაიწყო – ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა ერთ ქვეყანაში და მეორეში ყიდდა. საბირჟო მაქინაციებით მალე გამდიდრდა, რასაც მოჰყვა უამრავი საქველმოქმედო პროექტი თუ ფონდი, მათ შორის უმთავრესი – „სოროსის ფონდი“. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებენ, ფინანსურ სპეკულანტს უწოდებენ, ადამიანს, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა, ბრალად სდებენ სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას, ის დღეს უდავოდ ერთ-ერთი წარმატებული და გავლენიანი ადამიანია.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).