SEPtips: განათლების მიღება შეიძლება დამოუკიდებლად

კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი ცხოვრების სიმდიდრის საიდუმლო მდგომარეობს ჩვენი საკუთარი თავის მიზანდასახულობასა და ნდობაში. საკუთარი ძალის რწმენის გარეშე თავისთავად არ მოხდება დიდი გარიგება, მის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავზე გამარჯვება. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის დაძლევაში. ეს არა ერთხელ დაამტკიცეს წარმატებულმა ბიზნესმენებმა, მათ დაიმსახურეს უამრავი ადამიანის პატივისცემა. ისინი გამოირჩევიან სხვებისგან სამყაროს განსაკუთრებული ხედვით. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების შეცვლით, მათ მოახერხეს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის შეცვლა. უმდიდრესი ადამიანთა ცხოვრების შესწავლა გახდა მრავალი ფსიქოლოგის შესწავლის ობიექტი, რადგან, მათმა უმეტესობამ ფინანსურ წარმატებას მიაღწია საკუთარი სახის დაკარგვის გარეშე. მდიდარ ადამიანებთან დამოკიდებულებით დაინახავთ, მათ არანაკლებ მდიდარ შინაგან სამყაროს. შინაგანი სიმდიდრე – თვითრეალიზების საიდუმლოა.

რაც უფრო ძლიერია სურვილი იმისა, თუ რა გინდა –  მით უფრო ნაკლები ისაუბრე მასზე.
მაგალითად, დღეს მსოფლიოში არც ისე ბევრი პოლიტიკური მოღვაწეა, რომლებიც ასევე წარმატებული ბიზნესმენები არიან. ასეთი სტატუსით ათასიდან ერთს შეუძლია დაიტრაბახოს. ევროპულ გამოცდილებას, თუ გადახედავთ ნახავთ, რომ მხოლოდ რამოდენიმეა ისეთი სახელწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ფლობს საკუთარ ბიზნესს და გამოიმუშავებს მილიონობით დოლარს. ამ წარმატების მიზეზი არ არის ბედი.

 უნარი –  ფული გამოიმუშავო და დრო შენს სასარგებლოდ მართო, არის ნამდვილი ხელოვნება და სიმდიდრის საიდუმლო. პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია ამის შესწავლა, მაგრამ უნარი, რომ ცხოვრებაში წარმატებას და წინსვლას მიაღწიო შესაძლებელია საკუთარი თავის განვითარებით.

პოპულარული ეკონომიკური და ფინანსური ჟურნალის Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი მერვე ადგილს იკავებს, როგორც მდიდარი ბიზნესმენი და მერი  ბლუმბერგი არის არა მარტო ძალიან წარმატებული, არამედ ის არის ამავე დროს ძალიან პატივსაცემი და საყვარელი პიროვნება ნიუ-იორკელებისთვის. ის დაიბადა ჩვეულებრივი მუშის ოჯახში, მშობლებს რომ დახმარებოდა მუშაობა დაიწყო ბენზინგასამართ სადგურში. მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა ოჯახში, მას არ მიუტოვებია სწავლა და წარმატებით ეუფლება ელექტროინჟინერის პროფესიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ჰარვარდის უნივერსიტეტში და ასევე დიდი წარმატებით დაამთავრა ის. ცხოვრების გარკვეული ეტაპზე, მაიკლ ბლუმბერგმა გადაწყვიტა დაიწყოს საკუთარი ბიზნესი საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ძალიან მალე – რამდენიმე წლის განმავლობაში, მიაღწია მან დიდი წარმატებას, ეს გამოიწვია მისმა პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ საქმისადმი. თავისი შრომისმოყვარეობით და ცხოვრების ოპტიმისტური ხედვით მაიკლ ბლუმბერგმა გახსნა სიმდიდრის ყველა საიდუმლო, ის დღეს ნიუ-იორკის მერია და უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს მოსახლეობაში.

წარმატება პირველ რიგში, დამოკიდებულია სწორ  განწყობაზე. თუ გსურთ მივაღწიოთ კარგ შედეგს ამა თუ იმ საქმეში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორად უნდა განვიხილოთ, როგორც წარმატება, ასევე მარცხი. პროფესიონალები ხდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გარისკონ და უფრო მეტიც, არ ეშინიათ სიძნელეების.   სიმდიდრის ერთ-ერთი საიდუმლო არის წახვიდე რისკზე.

გარდა ამისა, მთავარი, ნებისმიერ შემთხვევაში – არის ნდობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, არა მარტო ენდო შენს კომპანიონებს და კოლეგებს, თქვენ უნდა იყოთ პატიოსანი თქვენს თანამშრომლებთან. იმუშავე მათთან ერთად, როგორც თანასწორმა, არასდროს შეგეშინდეთ წარუმატებლობის და სხვა ადამიანებზე მაღლა არ დააყენოთ საკუთარი თავი. იყავი ობიექტური საკუთარი თავის და საკუთარი საქმის მიმართ, ადეკვატური შეფასება მიეცით საკუთარ გადაწყვეტილებებს,  რადგან გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ განსაზღვრავს თქვენს მომავალს, რომლის აშენებაც გინდათ, ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას თქვენს ცხოვრებაზე. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, საიდან დაიწყოს თავიანთი ცხოვრების აშენება. პასუხი ამ რთულ კითხვაზე ბევრია, მაგრამ მათ აქვთ საერთო იდეა:   მიზანი არ ამართლებს საშუალებას! უმეტესობა ადვილად ამბობს უარს თავიანთ მიზანზე და არაფერს აკეთებს მის მისაღწევად.

განათლება, ეს არის სიმდიდრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო. უამრავი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომელთაც არ მიუღიათ სპეციალური განათლება, მაგრამ მიაღწიეს უდიდეს წარმატებას და განახორციელეს თავიანთი ოცნება. ჰარისონ ფორდი, ტაიგერ ვუდსი, ტომ ჰენკსი – ამ ადამიანებს არ მიუღიათ სპეციალური განათლება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ კონკრეტული ცოდნა, თითოეული მათგანი არის გამოჩენილი პიროვნება თავისი აზრით და თვალსაზრისით.

განათლება, მიიღო საკუთარი ძალებით არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე, მიიღო განათლება რომელიმე სასწავლო დაწესებულების კედლებში, უფრო მეტიც, ეს ფაქტი ხელს არ უშლის პოპულარულ პიროვნებებს წარმოაჩინონ თავიანთი მიღწევები. მათ შეუძლიათ ადვილად გაიზიარონ სიმდიდრის ნამდვილი საიდუმლო. იმის დემონსტირირებამ, თუ როგორ უნდა ისწავლონ ცხოვრებისგან გახადა ისინი მისაბაძი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაქვთ თუ არა სპეციალური განათლება, უფრო მნიშვნელოვანია, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე სწავლობდეთ და ვითარდებოდეთ. კაცი ყოველთვის ვითარდება, ასე რომ თქვენ ნუ შეწყვეტთ ცოდნის მიღებას. თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ კოლეჯში, უნივერსიტეტში და სხვა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაშინ გახსოვდეთ, რომ განათლების მიღება შეიძლება დამოუკიდებლად.

წყარო: success-secrets.ru

მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).