მიამაგრეთ რჩევები კედელზე, მიჰყევით მათ და თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული!
1. ირგვლივ შემოიკრიბეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აგამაღლებთ – ცხოვრება ისედაც სავსეა ისეთი ადამიანებით, ვინც დაბლა გექაჩებათ;
2. დღეს გააკეთეთ ის, რაც სხვებს არ სურთ – ხვალ ისე იცხოვრებთ, როგორც სხვებს არ შეუძლიათ;
3. თუკი იპოვით ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ ისევე თავისუფლად მოიქცეთ, როგორც მარტო საკუთარ თავთან იქცევით – მაშინ დააფასეთ იგი როგორც ჰაერი;
4. თუკი გეტყვიან, რომ თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, გახსოვდეთ – არსებობენ კიდევ თვითმფრინავები და იახტები;
5. ნუ ატკენთ მათ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ – ეკლის გულში ჩადებით, მაშინაც კი, თუკი მას ბოდიშებით ამოიღებთ, მაინც დატოვებთ მასში ხვრელს, რომელიც დიდხანს განაგრძობს შეხორცებას და დატანჯავს თავის მფლობელს;
6. არასოდეს იმართლოთ თავი – არც მასთან ვისაც უყვარხართ და მითუმეტეს მასთან, ვისაც არ უყვარხართ – ის, ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ, ხოლო ვისაც უყვარხართ თვითონაც მოძებნის თქვენთვის გამართლებას;
7. თუკი თქვენზე ხმები დადის ე.ი. პიროვნება ხართ – არასოდეს განიკითხავენ და შურთ მისი, ვინც ცუდია. შურთ საუკეთესოების, განიკითხავენ საუკეთესოებს;
8. შეძელით პატიება, ეს ძლიერების თვისებაა – სუსტები არასოდეს პატიობენ;
9. ნურასოდეს იკამათებთ იდიოტებთან – ამით თქვენ მათ დონემდე დაეშვებით, სადაც ისინი დაგჯაბნიან თავისი გამოცდილებით;
10. ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანები ახლობლები ხდებიან დროთა განმავლობაში, ხოლო უცხოები მომენტალურად;
11. ისწავლეთ – იყოთ ბედნიერი ალკოჰოლის გარეშე, იოცნებოთ ნარკოტიკის გარეშე, იკონტაქტოთ ინტერნეტის გარეშე და ინერვიულოთ სიგარეტის გარეშე;
12. სამუშაო გულით აირჩიეთ და არც ერთი დღე მოგიწევთ მუშაობა;
13. ცხოვრებაში ძალიან ნურავის დაეყრდნობით, რადგან თქვენი აჩრდილიც კი გტოვებთ, როცა სიბნელეში ხართ;
14. არ ინანოთ თქვენი შეცდომების გამო, რადგან მათ გარეშე ვერასოდეს ისწავლით როგორ გააკეთოთ რაიმე სწორად;
15. თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ – მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ;
16. როცა აგებთ, უბრალოდ გაიღიმეთ – გამარჯვებული კარგავს მოგების გემოს;
17. გახსოვდეთ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, მაშინ – თქვენ იქნებით თავისუფალი, ვერ შეგეხებათ ტანჯვა – ტანჯვა შედეგია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების, ნეტარება – თამაშის; მიიღეთ ცხოვრება როგორც თამაში, იმხიარულეთ მისით;
18. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება, აუცილებლად, რომ შეძლოთ დილაობით ადგომა;
19. ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დასაძინებლად წადით.
20. თუკი უკმაყოფილო ხართ იმ ადგილით, რომელსაც იკავებთ – შეცვალეთ იგი, თქვენ ხომ ხე არ ხართ;
21. თუ მდიდარი ხართ ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი ხართ თქვენს სიღარიბეს სერიოზულად ნუ მიიღებთ;
22. არასოდეს ისაუბროთ საკუთარ თავზე ცუდად, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.
წყარო: bizideebi.blogspot.com