გაიცანით მაიკლ უინსლოუ

1265

ყველას გვახსოვს ცნობილი ამერიკული კომედია პოლიციის აკადემია და მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი – ჯონსი, რომელიც ფილმში უამრავი ხმის იმიტაციას აკეთებს.

მხ. ფ. პოლიციის აკადემია
მხ. ფ. პოლიციის აკადემია

ჯონსის როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი მაიკლ უინსლოუ. ბევრს ჰგონია, რომ უინსლოუს გმირის გასაოცარი იმიტაციის უნარი ფილმში სპეციალური ეფექტების დამსახურებაა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მაიკლ უინსლოუს მსოფლიოში იცნობენ როგორც „ადამიანი 10 ათასი ხმის ეფექტით“. ის ისეთი სიზუსტით აკეთებს სხვადასხვა ხმის იმიტაციას, რომ როდესაც უყურებ, უბრალოდ თვალებს არ უჯერებ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წლების მანძილზე ინტერნეტ სივრცეს იპყრობს მისი გამოსვლები სხვადასხვა გასართობ გადაცემებსა თუ შოუებში. იხილეთ მისი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო იმპროვიზაცია, სადაც ასრულებს ლეგენდარული ჯგუფის, ლედ ზეპელინის სიმღერას „Whole Lotta Love“.

ინტერვიუ მაიკლ უინსლოუსთან: Michael Winslow doing funny sound effects – 28th July 2011
მეტი:
 მაიკლ უინსლო ვიკიპედიაზე