SEPtips: გაი კავასაკი – სწორად მოიზიდეთ მომხმარებელი

მრავალი მეწარმე – განსაკუთრებით თუ ტექნიკური განათლების მქონეა – პოტენციური მომხმარებლის მოზიდვის ტრადიციულ მეთოდებს (რეკლამა და სატელეფონო მარკენტინგი) ეყრდნობა. ამ ტენდეციას კიდევ უფრო აძლიერებს გუნდში მსხვილი კომპანიიდან მოსული „გამოცდილი“ მენეჯერები.

ტრადიციული მეთოდები იმ შემთხვევაში გაამართლებდა, ადამიანები თავისით რომ ყიდულობდნენ დამწყები კომპანიების პროდუქტებსა თუ სერვისებს, მაგრამ ხალხს ჯერ უნდა ამცნო მათი არსებობის შესახებ და დაარწმუნო მათ აუცილებლობაში. ამიტომაც გაყიდვები მაინც რომ წარიმართოს, მეწარმეებმა უნდა დაამყარონ ნდობით აღსავსე პირადი ურთიერთობები, რომლებიც პოტენციური კლიენტების მთელი წრის წარმატებით გამოვლენით იწყება.

კლიენტზე ორიენტირებული ახალი მარკენტინგის ინსტიტუტის პროფესორმა ანრი დევრიმ აღმოაჩინა, რომ პროდუქტის მომხმარებლისა და დანიშნულების საბოლოოდ განსაზღვრის ყველაზე ეფექტიანი საშუალება რეკლამა, სატელეფონო მარკეტინგი, პრიალა ბროშურების ტირაჟირება ან დარგობრივ გამოფენებში მონაწილეობა კი  არა – პროდუქტის დანერგვის სპეციალური სემინარების ჩატარებაა. აი, მის მიერ გამოყოფილი ხუთი საუკეთესო მეთოდი:

. სპეციალური სემინარის ჩატარება;
. საჯარო გამოსვლები;
. პუბლიკაციები;
. კავშირების დროულად დამყარება;
. დარგობრივი ორგანიზაციების წევრობა

ამ დასკვნების ბიზნესის ყველა სფეროზე მორგება სარისკოა, მაგრამ ისინი ტრადიციულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება და უსათუოდ უნდა გამოსცადოთ.

წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).