SEPtips: გაი კავასაკი – უნდა შეგეძლოთ საჭირო ხალხის გაცნობა

მწერალი, ორატორი სიუზან როენი ამბობს: „მთავარი ის კი არაა, რა იცით და ვის იცნობთ, მთავარია, თქვენ ვინ გიცნობთ“.

პარტნიორობის აწყობა ბევრად უფრო ადვილია იმ ადამიანებთან, რომლებსაც იცნობთ, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვინც თქვენ გიცნობთ. ამიტომ საჭირო ხალხის გაცნობა უნდა შეგეძლოთ. ბიზნესში ამ პროცესს ეწოდება შმუზინგი – „ამაო საუბარი“, ლაყბობით თავის მოქონვა. გრძელვადიანი და სერიოზული კავშირების დამყარების მთავარი გასაღებია შეკითხვა – „რა შემიძლია გაგიკეთოთ?“. გთავაზობთ რამოდენიმე რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გავიცნოთ საჭირო ადამიანები:

  • გამოდით სახლიდან – ხშირად დაესწარით დარგობრივ გამოფენებს, სემინარებს, კონფერენციებსა და ფურშეტებს;
  • დასვით კარგი კითხვები და ხმა გაიკმინდეთ  –  დაიწყე საუბარი და შემდეგ ყურადღებით მოუსმინე, უნდა იყო კარგი მსმენელი, საუბრის გასაბმელად საუკეთესო კითხვაა – „რას საქმიანობთ?“
  • შეახსენეთ თავი –  ახალგაცნობილს 24 საათის განმავლობაში უნდა შეახსენო თავი; მისწერო ელფოსტა, დაურეკო ან საკუთარი წიგნის ეგზემპლიარი გაუგზავნო; ჩამოარიგე საკუთარი ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, რადგან ურთიერთობის გაგრძელების მოსურნე ადამიანები ძალიან ცოტანი არიან და უფრო ახლოს გაცნობა ნამდვილად ღირს.
  • იყავით ხელმისაწვდომი – უპასუხეთ სატელეფონო ზარებს და ხმოვან შეტყობინებებს;
  • ნუ დამალავთ საკუთარ გატაცებებს – ასეთი საუბრები ხელს უწყობს კავშირების დამყარებას და საერთო ინტერსების გამონახვას;
  • მეტი იკითხეთ – რომ სხვადასხვა თემაზე საუბარში ადვილად ჩაერთოთ, აქციეთ თქვენს სასტარტო ვებგვერდად Google News-ი  (http://news.google.com/);
  • აკეთეთ კარგი საქმე – უნდა დაეხმაროთ ადამიანებს და ნუ დაელოდებით საზღაურს, სიკეთისათვის ცოდვა-მადლის დაფა გადაგიხდით, რომელიც ზეცაში ჰკიდია;
  • მიუზღეთ სიკეთისთვის –  რაც მომავალში ადამიანებისაგან სიკეთის მიღების უფლებას მოგცემთ;
  • მოითხოვეთ საფასური სიკეთისათვის – ამგვარად მოვალეს ვალდებულებისგან ათავისუფლებთ, უხსნით ხელ-ფეხს და საშუალებას აძლევთ, მომავალში კიდევ გთხოვოთ რამე.

    წყარო: გაი კავასაკი “იდეიდან პირველ მილიონამდე

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).