SEPtips: გაი კავასაკი – სწორი პოზიციონირება

სწორი პოზიციონირება ორგანიზაციის ძირითად არსს გამოხატავს, რალურად მთელი პოზიციონირება ერთ მარტივ კითხვამდე დადის:  რას საქმიანობ?  და მკაფიოდ განმარტავს:

  • რატომ გადაწყვიტეს დამფუძნებლებმა ამ საწარმოს გახსნა;
  • რატომ უნდა იქცნენ მომხმარებლები ამ საწარმოს კლიენტებად;
  • რატომ უნდა მუშაობდნენ წესიერი ადამიანები ამ საწარმოში.კარგმა პოზიციონირებამ უნდა შთაგაგონოთ და მოქმედებისაკენ გიბიძგოთ. ყოვლად დაუშვებელია, რომ პოზიციონირება ფულის, საბაზრო წილისა და თქვენი მმართველობითი ეგოს გარშემო ტრიალებდეს. კარგი პოზიციონირება უნდა იყოს:
  • პოზიტიური – მომხმარებელს არ აინტერესებს თქვენსა და კონკურენტს შორის საქმის გარჩევები. თქვენი ფირმის დანიშნულება არ უნდა იყოს სხვა ფირმის ბაზრიდან გაძევება;
  • კლიენტოცენტრული – უნდა აჩვენოთ არამარტო ის, თუ რისი გაკეთება გინდათ საკუთარი თავისთვის, არამედ ისიც, თუ რას გააკეთებთ კლიენტისთვის;
  • შთამაგონებელი – თქვენს თანამშრომლებს უნდა სჯეროდეთ, რომ კომპანია თავისი საქმიანობით სამყაროს აუმჯობესებს;
  • თავისთავად ცხადი – ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ მიზნებზე: ფულის ეკონომია და შემოსავლის გაზრდა; ასევე მაღალფარდოვან საკითხებზე(სულიერი სიმშვიდე, განათლება, სიხარული);
  • კონკრეტული – თავიდანვე უნდა იყოს გასაგები თქვენი კონკრეტული მიზანი;
  • პროფილიანი – აქცენტი უნდა გაკეთდეს ფირმის ძირითად პროდუქტებზე და არა მის დამატებით პროდუქტებსა თუ სერვისებზე;
  • რელევანტური – ფირმის საკვანძო კომპეტენციები მკაფიოდ უნდა შეესაბამებოდეს მიზნობრივი აუდიტორიის საკვანძო საჭიროებებს;
  • ხანგრძლივი – მიზანშეწონილია კომპანიის ისეთი პოზიციონირება, რომელიც აქტუალურობას 100 წელიწადს არ დაკარგავს;
  • განსხვავებული – თქვენი პოზიციონირება უნდა განსხვავდებოდეს კონკურენტების პოზიციონირებისაგან.

    წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).