ახალი პროდუქტისა თუ კომპანიის წარმოქმნის წინასწარ მაუწყებელი მაისურების გამოშვება სილიკონის ველის კარგი ტრადიციაა, რომელიც Apple-მ ჯერ კიდევ 80-იან წლებში მიიყვანა სრულყოფილებამდე. ჩვენ ვიღებთ მაისურების პარტიას, ვავრცელებთ მათ, ვაცხადებდით ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდით ამ პროდუქტის შემუშავებას. ბრენდის შექმნისა და მისი რეკლამირების მიზნით მრავალი კომპანია ბეჭდავს მაისურებზე თავის ლოგოსა თუ სლოგანს. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი მაისურები აშკარად შეუხედავი და მყვირალა გამოდის.
მაისურის წარმოება ბრენდის შექმნაში დიდ როლს არ თამაშობს, მაგრამ თუ მაინც მოკიდებთ ამ საქმეს ხელს, ჯობია ყველაფერი სწორად გააკეთოთ:
– მაისური არ უნდა იყოს თეთრი, რადგან თეთრი მალე რუხი ხდება;
– არ გინდათ გრძელი ტექსტი, ნუ გამოიყენებთ 6-10 სიტყვაზე მეტს. Garage-ს მიერ გამოშვებულ კიდევ ერთ მაისურზე ასეთი სლოგანი ეწერა: “StartUp, KickButt, CashOut” – “წამოიწყე ბიზნესი, გახდი მაგარი, გახდი ლიკვიდური”.
– გამოიყენეთ მსხვილი (60 კეგელი) შრიფტი. თუ მაისურზე წარწერა ექვსი მეტრის მანძილიდან არ იკითხება, ესე იგი დიზაინი არასწორია;
– ნუ დაინანებთ ფულს დიზაინში. მაისური ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს, მით უფრო, თუ გინდათ, რომ ის ქალმაც ჩაიცვას.
წყარო: გაი კავასაკი “იდეიდან პირველ მილიონამდე”