გაი კავასაკი მიიჩნევს, რომ მომსახურე ორგანიზაციები, დამწყები კომპანიის ბიუჯეტის დიდი ნაწილს შთანთქავენ. იმისათვის რომ, არ შეცდეთ მომსახურე ორგანიზაციის შერჩევაში, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, თუ რომელ კომპანიებთან უნდა დაიჭიროთ საქმე, რადგან – მთავარი ფუნქციაა და არა იმ ორგანიზაციის ფორმა.
- შეარჩიეთ ის ფირმები, რომლებიც სწორად შესასრულებელ სამუშაოში არიან სპეციალიზებული;
- გახსოვდეთ – ზოგჯერ მეტის გადახდა უფრო სახეიროა;
- გადაამოწმეთ თქვენს საქმეებზე მომუშავე კონკრეტული თანამშრომლების რეკომენდაციები, რომელთა საუკეთესო რეკომენდაცია კმაყოფილი მომხმარებელია.
- არ მოერიდოთ ნებისმიერი საკითხის განხილვას, ნუ მოგერიდებათ ვაჭრობა – ეს თამაშის წესებში შედის, მრავალი ფირმა დაგთანხმდებათ გადახდის მანამ გადავადებაზე, სანამ ინვესტიციას არ მიიღებთ;
- აირჩიეთ სხვა თანამშრომელი ან კომპანია, თუ არ მოგწონთ ის, ვისთანაც უნდა ითანამშრომლოთ.
რომელი მომსახურე ორგანიზაციებია აუცილებელი, რომ შენი საქმიანობა წარმატებით განავითარო:
- იურიდიული მომსახურება – იცოდნენ თქვენი უფლება – მოვალეობები, დაიცვან თქვენი აქტივები და დაგეხმარონ გარიგებების დადებაში;
- ბუღალტერია – აკონტროლონ თქვენი ხარჯები და უზრუნველყონ ფინანსურად სტაბილური ფუნქციონირება;
- PR-ი – შეიმუშაონ და განახორციელონ ეფექტიანი პოზიციონირების კონცეფცია; დაამყარონ მჭიდრო კავშირი პრესასთან;
- რეკლამა – გაიაზრონ თქვენი კლიენტის მოთხოვნები და იპოვონ მასთან მისადგომი გზები; უბიძგონ რეალურ კლიენტებს პოტენციური კლიენტების მოზიდვისაკენ;
- კადრების შერჩევა – დაიქირაოთ ნიჭიერი თანამშრომლები, რომლებიც მცირე ანაზღაურების ფასად მზად არიან, თქვენი კომპანია ბიზნესოლიმპის მწვერვალზე აიყვანონ.
სიცოცხლე ხანმოკლეა და ითანამშრომლეთ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა გსიამოვნებთ.