1. ნებისმიერი საქმის წამოწყებისას მკაფიოდ უნდა გქონდეთ წარმოდგენილი, თუ როგორ იშოვით ამ ფულს ბიზნესიდან;
2. ერთადერთი კითხვა, რომელიც საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის – მინდა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანის შექმნა?
„მნიშვნელოვანი“- ნიშნავს:
– სამყაროს გაუმჯობესებას;
– ცხოვრების ხარისხის ამაღლებას;
– საშინელი შეცდომის გამოსწორებას;
– რაიმე კარგი საქმის გახანგრძლივებას.
ერთ სისტემად უნდა შეირწყას:
ა) მთავარი ეტაპები, რომლებიც უსათუოდ უნდა გაიაროთ;
ბ) გათვლები, რომლებსაც ბიზნეს მოდელი ეფუძნება;
გ) ამოცანები, რომლებიც დასახული მიზნის განსახორციელებლად უნდა ამოხსნათ
ეს სისტემა კომპანიას დისციპლინის შენარჩუნებაში დაეხმარება და წარღვნის შემთხვევაშიც კი არ მისცემს ჩაძირვის საშუალებას.
3. გახსოვდეთ: თქვენი მიზანი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების გამოწვევაა, ნუ გეწყინებათ, თუკი ხალხი თქვენი საქმიანობის გაკრიტიკებას დაიწყებს. ერთადერთი რეაქცია, რომელმაც მართლა უნდა დაგაღონოთ და შეგაშფოთოთ, გულგრილობაა.
4. თუ მოკვდით სამყაროს ვერ შეცვლით, უფულობა კი სიკვდილის ტოლფასია.
5. რთული ბიზნეს ენა წარმატებულ ბიზნეს მოდელს სულაც არ განაპირობებს, თქვენი ბიზნესიმოდელის აღსაწერად საკმარისია მაქსიმუმ ათი სიტყვა, გამოიყენეთ უბრალო, ყოველდღიური ენა, მოერიდეთ ნებისმიერ მოდურ ბიზნეს ჟარგონს.
6. ნებისმიერი სტარტის შვიდი უმთავრესი ეტაპი:
. დაამტკიცეთ თქვენი კონცეფცია;
. დაასრულეთ პროექტის დეტალური შემუშავება;
. დაასრულეთ საცდელი ნიმუშის დამზადება;
. მოიძიეთ კაპიტალი;
. მიაწოდეთ კლიენტებს პროდუქციის საცდელი ვარიანტი;
. მიაწოდეთ კლიენტებს პროდუქციის საბოლოო ვარიანტი;
. მიაღრწიეთ უდანაკარგობის წერტილს.
წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე