სიტყვა „სინერჯი“ გვასწავლის, რომ მთელი უფრო დიდია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ეს სიტყვა შედგება ბერძნული სიტყვებისგან – „სინ და „ერჯი“, რაც ნიშნავს თანამშრომლობას, ერთობლივ მუშაობას. სიტყვა მეცნიერული შინაარსისაა, მაგრამ კარგად მუშაობს ბიზნესშიც და პირდაპირ ემთხვევა მის უნარს – გააერთიანოს ძალები უფრო ეფექტური მთლიანის შესაქმნელად.
ეს ეხება, როგორც გუნდურ მუშაობას, ისე ინდივიდუალურ მეწარმესაც. გუნდურ მუშაობას თუ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს დავუმატებთ, ამით შევქმნით ძალას, რომელიც ბაზარზე მდგრადობას მოგვანიჭებს. ეს არის ერთობლიობის ერთ-ერთი კონცეფცია, რაც აუცილებელად უნდა იცოდნენ სტუდენტებმა, რომლებიც ბიზნესს სწავლობენ.
სამუშაოს დაწყების წინ, აუცილებელია, პირველ რიგში განიხილოთ ამ სამუშაოს მთლიანი სურათი და მისი ორგანიზება. ეს გარკვეულწილად მოლაპარაკებების ტექნიკას მოგაგონებთ – მხედველობაში უნდა მიიღოთ, საიდან მოდის მეორე მხარე, მაშინ ნათელი გახდება, საიდან უნდა ელოდო წარმატებას. თუ მეწარმე ხართ, ნახავთ, რომ ზოგჯერ საკუთარ გუნდს თვითონვე წარმოადგენთ. ხდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები, საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. აუცილებლად უერთგულეთ საკუთარ მე-ს. დარწმუნდით, რომ დაცული ხართ და ძალისხმევისა და შემოქმედებითი უნარის გაერთიანებით შეძელით მთლიანობის შექმნა. ასე თქვენი შრომა უფრო ეფექტური გახდება.
სინერჯის კარგი მაგალითია დონალდ ტრამპის გოლფის დარგის გაერთიანება შოტლანდიაში – Trump International Golf Scotland. სინერჯი ჯერ ინდივიდუალური იყო, მერე კი მნიშვნელოვან გუნდურ მთლიანობად გადაიქცა, ეს ნამდვილად ეფექტური კომბინაციაა.
წყარო: დონალდ ტრამპი: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები