„ბუტსტრეპინგი ორიენტირებული იყო რეგულარულ და სწრაფ შემოსავალზე (Cash Flow) და არა ისეთ გარიგებებზე, საბაზრო წილის ზრდაზე ან ბრენდინგზე რასაც მოგების მოსატანად დიდი დრო სჭირდება“- ვსაუბრობდით წინა სტატიაში, ახლა კი განვიხილოთ რომელი სჯობს, შემოსავლების აღმავალი პროგნოზი გვქონდეს თუ დაღმავალი.
საღ ჭკუაზე მყოფი არც ერთი ბუტსტრეპერი წარმატებისათვის საჭირო ბაზრის მოცულობის გამოთვლისას არ დაიწყებს დაღმავალი პროგნოზის შედგენას. მათთვის პრინციპი „ზემოდან ქვემოთ“ მიუღებელია. ისინი რეალურ ცვლადზე დაფუძნებულ აღმავალ მოდელებს აგებენ. მაგალითად:
- თითოეულ გამყიდველს შეუძლია, დღეში 10 კლიენტთან დარეკოს; წელიწადში 240 სამუშაო დღეა; მოსალოდნელია, რომ პოტენციური კლიენტების 5%, ექვსი თვის განმავლობაში, რეალურ კლიენტებად გადაიქცევა;
- თითოეული წარმატებული გაყიდვა 240 დოლარს მოგვიტანს;
- ჩვენ 5 გამყიდველის დაქირავება შეგვიძლია.
- დღეში 10 ზარი x წელიწადში 240 დღეზე x წარმატების 5% კოეფიციენტზე x თითოეული გაყიდვიდან შემოსულ 240 დოლარზე x 5 გამყიდველზე = 144 000 დოლარს გაყიდვებიდან პირველ წელს.
აღმავალი მოდელი ბაზრის წილის ბევრად უფრო რეალისტურ სურათს გვაძლევს, ვიდრე ყველაზე უფრო პესიმისტური დაღმავალი მოდელი. თქვენი აღმავალი პროგნოზის მასშტაბები განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ბუტსტრეპიგულ ზომებს. უფრო ზუსტ ინფორმაციას კი მხოლოდ თქვენი საბანკო ანგარიშის ბალანსიდან გაიგებთ.