ენდრიუ კარნეგის ბიოგრაფია

ამერიკელი მეწარმის, უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, მულტიმილიონერ ენდრიუ კარნეგის ქონება, თუ მას დღევანდელ კურსზე გადავითვლით, 300 მილიარდი დოლარი იქნებოდა. „ფოლადის მეფემ“, როგორც ხშირად უწოდებენ ენდრიუ კარნეგის, მილიონები მომგებიანი ინვესტიციების წყალობით დააგროვა, თუმცა, არასდროს უქცევია ფული ცხოვრების მიზნად. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1919 წელს, მისი ქონების 90% ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ენდრიუ კარნეგი დაიბადა 1835 წელს შოტლანდიაში, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. თავდაპირველად, საფეიქრო ფაბრიკის მეთვალყურედ მუშაობდა, მოგვიანებით კი იმავე ფაბრიკაში პროექტების რეგისტრატორი იყო, მერე – კურიერი. გავიდა ხანი და სატელეგრაფო კომპანიაში გადავიდა. შემდეგ პიტსბურგში დაარსა საკუთარი კომპანია Carnegie Steel Company,  რომელიც შემდეგ სხვა ფირმებსა და კომპანიებთან გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კომპანია U.S. Steel.

სიცოცხლეშივე ცნობილი იყო ქველმოქმედებით. მან დააფინანსა ნიუ-იორკში ცნობილი კარნეგი – ჰოლის მშენებლობა, განათლების სფეროში – კარნეგის კორპორაცია, კარნეგის ფონდი, კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).