ЭКОНОМИСТ

UNDER CONSTRUCTION

ОПИСАНИЕ ПРОФЕССИИ

სიტყვა „ეკონომიკა“ ბერძნული წარმოშბისაა და ნიშნავს ოჯახის მართვას. ეკონომიკა შეისწავლის ადამიანების მიერ შეზღუდული რესურსების მართვას. უმეტეს შემთხვევაში, როგორც ოჯახი ვერ უზრუნველყოფს თავის ყველა წევრს მატერიალურად, ისე ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის ყველა მოსახლეს ცხოვრების უმაღლესი პირობებით.

ეკონომისტების საქმიანობა პირობითად შეიძლება დავაჯგუფოთ 3 ძირითად მიმართულებად:

  1. ეკონომისტები შეისწავლიან, თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს – რამდენი იმუშაონ, რა იყიდონ, რამდენი დაზოგონ ან როგორ დააბანდონ თავიანთი დანაზოგები;
  2. ეკონომისტები შეისწავლიან ადამიანების ურთიერთქმედებას, მაგალითად, როგორ განსაზღვრავს ბაზარზე საქონლის მყიდველთა და გამყიდველთა რაოდენობა ამ საქონლის ფასსა და რაოდენობას;
  3. ეკონომისტები აანალიზებენ მთლიანად ეკონომიკაზე მოქმედ ძალებსა და ტენდენციებს, მაგალითად უმუშევრობის დონისა თუ ფასების ზრდის ტემპებს.

თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტის, გრეგორი მენქიუს თქმით, „ეკონომიკა იმ საგნებს მიეკუთვნება, სადაც მცირე ცოდნასაც კი შორს მივყავართ“.

ОСНОВНЫЕ ОБЯЗАННОСТИ

  • ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
  • მოგებისა და დანახარჯების ანგარიშგება;
  • კადრების საჭიროების განსაზღვრა;
  • თანამშრომლეთათვის პრემიების გაცემის დაგეგმვაში მონაწილეობა.

ГДЕ ОН/ОНА МОЖЕТ РАБОТАТЬ 

  • სახელმწიფო დაწესებულებები;
  • დიდი, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.

КАКИЕ НАВЫКИ ДОЛЖЕН ОН/ОНА ОБЛАДАТЬ

  • მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • საკუთარი აზრის დაცვის უნარი;
  • კარგი მეხსიერება;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ცნობისმოყვარე.

БОЛЬШЕ: ЭКОНОМИСТ

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).