მსოფლიოშია ცნობილი ებრაელების წარმატების შესახებ. იცოდით, რომ Google-ს დამფუძნებელი – ლარი პეიჯი, Oracle-ს დამფუძნებელი – ლარი ელისონი და კიდევ უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი ებრაელია (?)
გაეცანით ებრაელი ბიზნესმენების 20 რჩევას წარმატებასთან დაკავშირებით:
- ცხოვრებაში მთავარია წონასწორობის შენარჩუნება;
- ისწავლე თანამშრომლებისთვის საქმის სწორად დელეგირება;
- გადააბიჯე სიამაყეს და ითხოვე რაც გჭირდება;
- ნუ დაკარგავ დროს ფუჭად;
- ილაპარაკე მხოლოდ მაშინ, როცა რამე გაქვს სათქმელი;
- დაგეგმე საკუთარი ცხოვრება;
- ყოველთვის დროულად გადაუხადე ხელფასი თქვენზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;
- შენი სიტყვა რკინის უნდა იყოს, დაპირდი – გააკეთე;
- შენი პარტნიორების ქონება ისეთივე ძვირფასი უნდა იყოს შენთვის, როგორც საკუთარი;
- იყავი კარგი ადამიანების გარემოცვაში, თავი აარიდე ცუდ სამეზობლოსაც კი;
- იმუშავე ვიდრე სანთელი ანთია, გააგრძელე წინსვლა, რაც არ უნდა დაგიჯდეს;
- არასოდეს მიაყენო შეურაცხყოფა სხვას;
- ყოველი ადამიანი, რაღაცის გამო იმსახურებს მადლიერების სიტყვებს;
- ქურდი, რომელიც დროს იპარავს, არაფრითაა უკეთესი იმ ქურდზე, რომელიც ძვირფასეულობას იპარავს. თუ მართავ საკუთარ დროს – მართავ ფულსაც;
- არ არის საჭირო ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობ;
- წაახალისე საკუთარი თავი კარგად შესრულებული საქმის გამო;
- უფროსმა უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი ხელქვეითი;
- ზოგჯერ უნდა მისცე მეტი, ვიდრე საკმარისია, თუ მართლა გსურს მისცე საკმარისი;
- გაეცი ფული რთულ დროს, ეს ძვირფასი ინვესტიციაა ადამიანის მომავალში, რომელიც შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდება;
- მდიდარი არის ის, ვინც ბედნიერეია იმით, რაც აქვს.