1. ყოველთვისკარგად ჩაიცვით – ოდესღაც ვამაყობდი იმით, რომ იაფ კოსტიუმებსა და სხვა სამოსს ვყიდულობდი. მეჩვენებოდა, რომ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ათასობით დოლარის ხარჯვას კარგ კოსტიუმში, როცა შეიძლებოდა 100 დოლარადაც მეყიდა. ვინ გაიგებდა? თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. ახლა ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს ვყიდულობ და შემიძლია სამუდამოდ ვატარო, როცა იაფფასიანი ფეხსაცმელი მალე ცვდება და ყოველთვის ზუსტად იმ ღირებულებისა ჩანს, რამდენიც მასში გადახდილი გვაქვს. ის, თუ როგორ ვიცვამთ, ბევრ რამეს მეტყველებს ჩვენს შესახებ მანამ, სანამ საუბარს დავიწყებთ და რაც უფრო სოლიდურად გამოვიყურებით, მით უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებთ საქმიან წრეებში;
2. მოახდინეთ თანამოსაუბრეების პროვოცირება – შესთავაზეთ კარგად მოფიქრებული უცნაური ინფორმაცია ან პროვოკაციული მოსაზრება, რათა დააკვირდეთ მათ რეაქციას. რაღაც უჩვეულოს თუ იტყვით, შეძლებთ პარტნიორების გამოსააშკარავებელი ინფორმაციის მიღებას. მე შემეძლო აღმაშფოთებელი კომენტარების გაკეთება შეხვედრაზე მხოლოდ იმისთვის, რომ მენახა, დამსწრეები ამყვებოდნენ, თუ არ დამეთანხმებოდნენ. ეს შესანიშნავი საშუალებაა ადამიანის შესაფასებლად;
3. იყავით საკუთარი თავის ფინანსური მრჩეველი – ბევრი ადამიანი ქირაობს ფინანსურ კონსულტანტს, მაგრამ ხშირად მინახავს, კონსულტანტები, როგორ ანგრევენ მთელ ბიზნესს. არჩევანის გაკეტებისას საკუთარ მოსაზრებებს ენდეთ, რომლებიც იმაზე იქნება დაფუძნებული, რაც წაგიკითხავთ საიმედო გამოცემების ბიზნესგვერდებზე. ამ პუბლიკაციების წაკითხვისას ყოველთვის იგრძნობთ, რა ხდება ბაზარზე და ვინ არის საუკეთესო მრჩეველი. იყავით გამარჯვებულების გვერდით;
4. ნუ შეგეშინდებათ ხურდის დაბრუნების – თუ ვიღაც გავიწროებთ, იმავეთი უპასუხეთ. როცა ვიღაც გაწყენინებთ, ასეთივე ძალითა და მრისხანებით უპასუხეთ. თვალი თვალის წილ… ნუ იქნებით მიმნდობი. ვიცი, რომ ეს მოსაზრებაარც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ თქვენს საუკეტესო მეგობარსაც კი შეუძლია , ტქვენი ფული ან ცოლი მოიპაროს;
5. ნუ უგულველყოფთ პარიკმახერების ხელოვნებას – ხშირად მაკრიტიკებენ ვარცხნილობის გამო. New York magazine-მაც კი დაწერა, რომ ჩემი ვარცხნილობა ,,რთული აღჭურვილობაა, არქიტექტურის კრიტიკოსების ოცნება“. მე კი მიმაჩნია, რომ კარგი ვარცხნილობა მაქვს და არც არასდროს მითქვამს, რომ ის ჩემი კოზირია. მაოცებს, როცა მეკითხებიან, მართლა ვატარებ თუ არა შინიონს. პასუხი გულწრფელია: არა, პარიკს არ ვატარებ;
6. ყოველთვის თავი აარიდეთ ხელის ჩამორთმევას – ზოგიერთ ადამიანს სჯერა ხელის ჩამორთმევის. ხშირად გაცივებული ადამიანი მიახლოვდება და მეუბნება: „ბატონო ტრამპ, მინდა, ხელი ჩამოგართვათ“. მედიცინამ დაადასტურა, რომ ასე გადაეცემა მიკრობები. ერთხელ ერთი კაცი ტუალეტიდან გამოვიდა, ხელები ისევ სველი ჰქონდა. დამინახა, მოვიდა ჩემს მაგიდასთან და მითხრა: „ბატონო ტრამპ, თქვენ დიდებული ადამიანი ხართ. შეიძლება ხელი ჩამოგართვათ?“ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე არ მეთქვა უარი ხელის ჩამორთმევაზე, რადგან იმ მომენტში წონაში ოდნავ მომატებული ვიყავი და ვიცოდი, თუ ამ ადამიანს ხელს ჩამოვართმევდი, იმ დღეს აღარ ვისადილებდი;
7. მიენდეთ ინტუიციას, — თუ გინდათ, დიდი ბიზნესმენი იყოთ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. შეიძლება აკადემიკოსის დიპლომი გქონდეთ, მაგრამ ინტუიციის გარეშე მეტისმეტად ბევრი დრო დაგჭირდებათ მწვერვალზე ასავლელად და იქ გასაჩერებლად. ეს ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც გამოცანად რჩება იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც აშკარად აქვთ საქმოსნური თვისებები. არსებობს აუხსნელი ნიშნები, რომლებიც გიკარნახებთ, გააფორმოთ თუ არა ესა თუ ის ხელშეკრულება და ღირს თუ არა გქონდეთ საქმე ამა თუ იმ ადამიანთან;
8. დარჩით ოპტიმისტად, მაგრამ მზად იყავით მარცხისთვის — ნებისმიერ აღმაფრენას და დაცემას გადაიტანთ, თუ ამისათვის მზად იქნებით. ჩემმა უნარმა, ყოველთვის მზად ვყოფილიყავი სირთულეებისათვის, გადამარჩინა ენერგიის უაზრო ფლანგვისაგან. ეს თქვენც დაგეხმარებათ უსიამოვნო სიურპრიზების დროს. აღმაფრენა და დაცემა გარდაუვალია. საერთოდ კი, ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პესიმისტი ვარ. ვუწოდოთ ამას რეალურთან მიახლოებული პოზიტიური აზროვნება;
9. გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე — თუ არ იცით ტქვენი საქმის ყველა წვრილმანი, ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი გელით, ერთხელ ვკითხულობდი პატივცემულ ნეიროქირურგზე, რომელიც დეტალებზე იყო გადარეული. როდესაც დარბოდა, თავში მოსალოდნელ ოპერაციას ატრიალებდა. ხედავდა ყველა დეტალს, თითოეულ წვრილმანს თუ გართულებას, რომელიც შეიძლებოდა შეხვედროდა. აუცილებელი არ არის ნეიროქირურგი იყო, რომ დეტალებზე გაამახვილო ყურადღება;
10. გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი — მე რომ საქორწინო კონტრაქტი არ გამეფორმებინა, ამ წიგნს დავწერდი იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელმაც ბევრი დაკარგა. ერთი ავტობუსი დაგვჭირდა, რომ ივონას (ტრამპის ყოფილი ცოლი) ადვოკატები სასამართლოში მოგვეყვანა. ეს კატასტროფა იყო, მაგრამ მე საქორწინო კონტრაქტი მქონდა გაფორმებული. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მეხუთედ დაქორწინდა, მითხრა: „დონალდ, ისე მიყვარს ეს ქალი, საქორწინო კონტრაქტი არ მჭირდება“. ერთ წელიწადში ოჯახი დაენგრა და ჯოჯოხეთის გავლა მოუწია, შეშინებულ ლეკვს ჰგავდა. ვერ გავბედე, მეთქვა რას ვფიქრობდი მისი შეხედვისას: „უიღბლო!“
წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის სხვა რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ