დონალდ ტრამპის ბიოგრაფია

დონალდ ტრამპი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს ნიუ ორკის შტატის ქუენის რაიონში. მამამისი, ფრედ ტრამპი გერმანელი წარმოშობის ბიზნესმენის, ფრედერიკ ტრამპის შვილი იყო და მას 5 შვილი ჰყავდა. დონლადმა 1960 წელს ცუდი სწავლისა და ყოფაქცევის გამო ლიცეუმი დატოვა. შემდეგ მან სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო და 1968 წელს პენსილვანიაში მოქმედი Wharton-ის ინსტიტუტის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაასრულა. ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მამამისის ფირმაში, რომელიც პატარა ბინების მშენებლობაზე იყო სპეციალიზებული.

დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ექსცენტრიკული მილიარდერია მსოფლიოში. მისი ქონება 3,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მას აქვს საამშენებლო კომპანიები, კაზინოები, სასტუმროები, თუმცა, სახელი გაითქვა ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით, ემოციურობით, ცნობილი რეალითი-შოუებითა და სილამაზის კონკურსებით, რომლებსაც თავადვე კურირებს.

ბიზნესი სასტუმრო „კომოდორის“ რეკონსტრუქციით დაიწყო, მერე კი ცნობილი „ტრამპ-თაუერი“ ააგო ნიუ-იორკში და სხვა საამშენებლო პროექტებიც განახორციელა. 2017 წელს, დონალდ ტრამპი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებილი შტატების პრეზიდენტად.

ტრამპს უყვარს რჩევების მიცემა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „იფიქრე ჩემპიონივით“.

მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).