„ყველაფერი, რაც წარსულში დაგვრჩა, ან მომავალში გველოდება, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენშია.“ – რალფ უოლდო ემერსონი.
ემერსონის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისათვის. არ შეიძლება დაკმაყოფილდე მიღწულით. ყველაზე უფრო წარმატებული ადამიანები თავიანთ თავს თვითონვე უქმნიან მოტივს, ისინი ბუნებით ცნობისმოყვარე არიან, იმას არ ელოდებიან, თუ როდის უკარნახებს ვინმე – რა გააკეთონ. ზოგჯერ სასარგებლოა თქვენი წარმატების მნიშვნელობა საკუთარ თვალში დაამციროთ, რათა გაგიჩნდეთ მეტის გაკეთების სურვილი და ამით შეინარჩუნოთ მოქმედების სურვილი. მეწარმეებს ამოძრავებთ საკუთარი შინაგანი ძალა. ბევრი კარგი იდეის, სამომავლო გეგმის და მათი რეალიზების ხელშეუვალი იმედის განცდა გვაქვს შინაგანად. იმედი უკიდურესობამდე აუცილებელია გადარჩენისა და წარმატებისათვის. ზოგჯერ, როცა იღბალი ზურგს გვაქცევს, მხოლოდ იმედი გვასულდგმულებს, პირველ რიგში საკუთარ თავს იმედი უნდა ჩავუსახოთ. შეიძლება ადამიანი საკუთარ თავს უბოროტეს მტრად ექცეს; არ ჩაეფლოთ ჭაობში. ბევრს რამდენიმე საქმის გაკეთება სურს. ზოგჯერ ერთ საქმეს მეორემდე მივყავართ – ესეც აღმოჩენის ერთგვარი ფორმაა. აღმოჩენა ბადებს აღმოჩენას, როგორც წარმატება – წარმატებას.
კითხვები გზაა ძიებისათვის. ძიება, ეს არის ცოდნა, ცოდნა კი – ძალაა. ყოველი დღე თითოეული ჩვენგანის წინაშე აყენებს ამოცანას – არ ჩამოვრჩეთ ცხოვრების დინებას, ეს თავისებური გამოწვევაა, გამოწვევა კი მომავალი წარმატების ტოლფასია.
აი, ის რამოდენიმე კარგი შეკითხვა, რომელიც გამოგადგებათ წარმატების მიღწევაში:
1. რა გქონდათ წარსულში? (რა ცხოვრებისეულ გამოცდილებას და განათლებას ფლობთ დღეისათვის?);
2. რა გექნებათ მომავალში? (რა მიღწევები, გეგმები და სურვილები გაქვთ?);
3. რა არის თქვენში? (გაქვთ ისეთი რამ, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ? სრულად იცით თუ არა თქვენი შესაძლებლობები? იცით რას გიმზადებთ მომავალი? იცით როგორ აგიხდებათ ოცნებები?…).
გახსოვდეთ, დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია…
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით