SEPtips: დონალდ ტრამპი – რომ გადარჩე, უნდა დაამარცხო „ბოროტი ტალღა“

თუ ხართ წარმატებული ადამიანი, ან თუ გაქვთ საკუთარი ბიზნესი, საკუთარი თავის ან/და ბიზნესის დასაცავად, სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA) რეკომენდაციას უწევს გაითვალისწინოთ დონალდ ტრამპის რჩევები:

როგორ არ დაკარგოთ მეგობარი. თუ თქვენი სურვილია შეინარჩუნოთ გულწრფელი ურთიერთობა და პატივისცემა ადამიანთან (მეგობართან, ნათესავთან ან უბრალოდ ნაცნობთან), არ მოერიდოთ „ზედმეტი“ ყურადღების გამოჩენას მასთან ნებისმიერი გარიგების წერილობითი ფორმით გაფორმებისას. ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომელიმე მხარემ ვერ გაიხსენოთ, თუ რაზე შეთანხმდით ზეპირად დადებული „გარიგებისას“, რაც სამუდამოდ დაგაკარგვინებთ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილსაც და ერთმანეთის პატივისცემასაც *.

ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ შეინახავთ. ყოველთვის ეცადეთ, ფინანსურად არ იყოთ დამოკუდებული მხოლოდ ერთ ადამიანზე, ან ერთ სამსახურზე, ან თუ ბიზნესი გაქვთ არ აწარმოოთ გარიგებები მხოლოდ ერთ პირთან. შესაძლოა ადამიანმა თქვენი პატივისცემა დაიმსახუროს, მაგრამ არ არის აუცილებელი სრულიად მიენდოთ მას, რადგან ასევე შესაძლოა, რომ ის უპასუხისმგებლო აღმოჩნდეს, ან უბრალოდ გაკოტრდეს ან ავად გახდეს. გაცილებით უკეთესია, თუ გექნებათ მინიმუმ ორი სამსახური ან თუ ბიზნესი გაქვთ თქვენი სახსრები გადაანაწილებთ სხვადასხვა ფონდებში, სულ ცოტა სამში ან ოთხში. აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ  ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, არ არსებობს. ამიტომ საჭიროა დაიცვათ სიფრთხილე. თავს არ მისცეთ უფლება სიფრთხილესთან დაკავშირებულ პრინციპებს უღალატოთ – ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ შეინახავთ, შეიძლება ყველა ერთდროულად დაიმტვრეს.

დარჩით ოპტიმისტად. ყურადღება გაამახვილეთ ცხოვრების პოზიტიურ მხარეებზე, მაგრამ ნურც ნეგატიური მხარეების არსებობას დაივიწყებთ – ტალღა, რომელსაც ზღვის ნაპირისკენ მიყავხარ, ცოტა ხანში აუცილებლად გაგაქანებთ უკან, მას შემდეგ რაც ნაპირს შეეხება. დარჩით ოპტიმისტად, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნაპირიდან ზღვაში დაბრუნებული ტალღა, არასდროს არის ნაპირისკენ მიმავალ ტალღაზე ძლიერი *.

რთულ სიტუაციაში, საკუთარი თავისა და ბიზნესის გადასარჩენად, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი:

  1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ნუ მიეცემით პანიკას;
  2. განაგრძეთ მოქმედება, გახსოვდეთ, თუ გაჩერდებით, სინამდვილეში არ ხართ „გაჩერებული“, დინებას, ისევე როგორც ნაპირიდან დაბრუნებულ „ბოროტ ტალღას“, უკან მიყავხართ * ;
  3. არ ებრძოლოთ დინებას, მიეცით უფლება „თავის ნებაზე“ გატაროთ;
  4. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ გადარჩენას შეძლებთ, გახსოვდეთ, მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ემზადებოდით;
  5. ყოველთვის იყავით მზად, მწვერვალს რომ მიაღწევთ, აუცილებლად დაგფარავთ მეორე ტალღა;
  6. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას, გაითვალისწინეთ ყველა პირობა: შესახედაობა, ხმა, სუნი, მოძრაობა, ჯანმრთელობა;
  7. ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ, მერე მოძებნეთ თქვენი მეგობარი;
  8. როცა მეგობარს იპოვით, გადარჩენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაინაწილებთ სირთულეებს.

წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).