„ამ სამყაროში თითოეულ ადამიანს გარკვეული ადგილი აქვს მიჩენილი, მთავარია აირჩევს თუ არა მას.“(ნათანიელ ჰოთორნი)
ერთხელ ჩემს მეილს რომ ვათვალიერებდი, უამრავი წერილის წაკითხვის შემდეგ, ყურადღება მივაქციე იმ კითხვებს, რომლებიც უფრო ხშირად მეორდებოდა, ძირითადად იყო ორი კითხვა:
1. როგორ მივაღწიოთ წარმატებას;
2. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე როგორ დავძლიოთ სირთულეები;
მაშინვე ვიფიქრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქმედების გეგმის წინასწარ შედგენა, და ასევე მნიშვნელოვანია ეს გეგმა იყოს მოქნილი, მაგრამ ამის ახსნა ძალიან ძნელია. უცნობი მოაზროვნის გამონათქვამი – „გზის მოსახვევი, მისი დასასრული არ გახდება მანამ, სანამ არ შეჩერდებით და მოხვევაზე უარს არ იტყვით“ – ძალიან დასაფასებელი შენიშვნაა როგორც ბიზნესისათვის, ისე მთლიანად ცხოვრებისათვის. იშვიათია, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობდეს, როგორც ჩვენ გვინდა ან როგორც ვიმედოვნებდით. ზოგჯერ ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოდის, როცა რამდენჯერმე გადავუხვევთ გზიდან. ასეთი შემთხვევისათვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ჩვეულებრივ ადამიანი გზიდან გადაუხვევს, განზრახ იქნება ეს თუ შემთხვევით, საინტერესო თავგადასავლის შუაგულში აღმოჩნდება, მაგალითად: ერთხელ ნიუ იორკში გემზე მქონდა ასვლა და მანამდე ჩამოსვლა, სანამ კრუიზში გავიდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, გემი უკვე შუა მდინერეში მიცურავდა. სხვა გზა არ მქონდა და ეს შემთხვევა მივიღე როგორც მორიგი თავგადასავალი. მშვენიერი საშუალება მომეცა ბევრ ადამიანს შევხვედროდი და თან რამოდენიმე კარგი იდეაც გამიჩნდა. ამ გასეირნებამ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ყველას. ეს შემთხვევა რომ უბედურ შემთხვევად ჩამეთვალა, ნამდვილად ვერ ვიმხიარულებდი და რამოდენიმე კარგი იდეაც არ მომაფიქრდებოდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოულოდნელობა პოზიტიურ მოგონებად ვაქციოთ. ბიზნესთან დაკავშირებული გეგმები შემეცვალა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა, კატასტროფა არ მომხდარა. როცა მსგავსი ამბავი შეგემთხვევათ, გახსოვდეთ, თქვენი განწყობა განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ რას მიიღებთ. ნაცნობი გამოთქმაა „დინების მიყოლა“ და იმ საღამოს მეც დინებას მივენდე. კარგია, საქმეში საღი აზრი რომ ჩაერევა ხოლმე.
მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა საგულდაგულოდ დაგეგმოთ მიზნისკენ მიმავალი გზა; საჭიროა გამოიჩინოთ მოთმინება და შეუპოვრობა; უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება გზაზე შეხვდეთ სირთულეებსა და შემოვლით შესახვევებს, რამდენჯერმე მომიხდა სირთულეების შეცვლა, სანამ თავსატეხის თითოეული ფრაგმენტი თავის ადგილს იპოვიდა.
გახსოვდეთ, რომ ი ღ ბ ა ლ ს თავისი ადგილი აქვს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ისე თქვენს ბიზნესშიც – მიეცით მას შანსი, თავისი საქმე აღასრულოს.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები