ადამიანის შესახებ ბევრს მეტყველებს მისი ქცევა რთულ სიტუაციაში. მსგავსი სიტუაციებისადმი ჩვენი დამოკიდებულება პრობლემის მომავალი გადაჭრის მნიშვნელოვანი ელემენტია, ერთი და იგივე უსიამოვნო ამბავი ერთს წელში გატეხს, სხვას კი უფრო გააძლიერებს. ბიზნესისათვის აუცილებელია საღი აზრი, როცა საქმე ჩაგვივარდება, ან შეცდომებს ვუშვებთ, ეს ზუსტად ის დროა, რომ მივმართოთ საღი აზროვნების უნარს, მოვუხმოთ ობიექტურობას, რაც ძალას გვაძლევს ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე. ძალიან მომწონს ერთი ძველი ანდაზა: „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღებაო“, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის არსებობს კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი შესაძლებლობა, მხოლოდ საჭიროა ღია კარი დავახვედროთ მას. თუ მოძრაობის ენერგიას განუწყვეტლივ დაიცავთ, შეინარჩუნებთ, მაშინ პრობლემებს დროებითი ხასიათი ექნება. სირთულეები ყველას აქვს, მაგრამ შეიძლება ანგარიშში ჩასაგდები არ იყოს, თუ პოზიტიურად იაზროვნებთ და წინ იმოძრავებთ.
სირთულეები, იმედის გაცრუება, შეცდომები და დანაკარგები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია, ეს უბრალოდ უნდა მივიღოთ და მათთან ერთად შეჯახების დროს სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდეთ, ნებას ნუ მისცემთ ვითარებას ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოთ. წონასწორობის შესანარჩუნებლად დაგეხმარებათ იმის გარკვევა, თუ რას გადააწყდით, აუცილებელია გაანალიზოთ ყველაფერი, რათა შემდეგი შეცდომებისკენ გზა არ განაგრძოთ. უნდა იცოდეთ როდის უნდა დანებდეთ და როდის – განაგრძოთ მოძრაობა. მიღებასა და უარყოფას შორის ბეწვის ხიდია, მასზე გავლას საზრიანობა სჭირდება. ზოგჯერ ეს ხიდი არც ისე სუსტია; მაგალითად: როცა იცით, რომ ადამიანი გაიძვერაა, ვაღარაფერს გააწყობთ, სჯობს განზე გადგეთ.
თითოეული იმედგაცრუებით კარგ გაკვეთილს ვიღებდი, სულ უფრო და უფრო მემატებოდა გამოცდილება.
საკმარისია იყოთ შეუპოვარი, ძლიერი და გინდოდეთ სწავლა, თქვენ გაიმარჯვებთ. ნუ შეუშინდებით შეცდომებსა და იმედგაცრუებას, ისინი სახელმძღვანელოებად შეიძლება გექცნენ თქვენი ცხოვრების უმთავრესი მიზნის მისაღწევ გზაზე.
გახსოვდეთ – დღეს ჩვენ, ყველას რაღაც გვაქვს სასწავლი და წარმატების შანსი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის სხვა რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ