სიახლეებს ხალხი ხშირად „ინოვაციურს“ უწოდებს. უმეტესად ეს არის ძველი ელემენტების შემოქმედებითი გაერთიანება წინათ არარსებულ მთელში, რაც სიახლეს წარმოადგენს. მე ნოვატორი მიწოდეს, რაც გავახმაურე იდეა – საცხოვრებელი სახლისა და მრავალსართულიანი სასტუმროს ერთ შენობაში მოქცევის შესახებ, რომელიც განვახორციელე კიდეც ნიუ-იორკში Trump International Hotel & Tower–ში. პირადად ჩემთვის ეს იდეა, უბრალოდ საღი აზრი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მიფიქრია, თუ რამეს გამორჩეულად შემოქმედებითს ვაკეთებდი. ნოვატორებზე და ინოვაციებზე დაწერილი სტატიების კითხვისას ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ნოვატორი და ჩემი აზრით, ღირს რომ ამაზე სტუდენტებმაც იფიქრონ.
კომპოზიტორ სტივ რაიხზე წავიკითხე სტატია: მან წამოაყენა ახალი იდეა, რასაც „ფაზირება“ ეწოდა. ეს არის მანქანის საქარე მინის მწმენდავების რიტმის მსგავსი რაღაც, როგორც ჩანს ერთ წვიმიან დღეს საგზაო საცობში მოყვა და ყურადღება მიაქცია მინის მწმენდავების რიტმს, რაც შემდეგ მუსიკალური კომპოზიციის საფუძვლად იქცა. ამ კომპოზიტორმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე მუსიკაზე. ჩემი აზრით ეს არის ნოვატორობის შესანიშნავი მაგალითი. მთავარია შეგვეძლოს დეტალების შემჩნევა და გონება და გრძნობები მზად გვქონდეს ახალ-ახალი სტიმულის აღსაქმელად. ასევე სასარგებლოა ორ რამეზე ერთდროულად ფიქრი – რასაც მე მრავალგანტოლებიან ფოკუსირებას ვუწოდებ, სწორედ ორი იდეის შეჯახებით იქმნება ინოვაცია, მაგალითად, როცა მუსიკაზე ფიქრობ და მინის მწმენდავების ხმას უსმენ; ფიქრობ საცხოვრებელ სახლზეც და სასტუმროზეც… ზოგჯერ შედეგი შეიძლება ფანტასტიკური იყოს, ზოგჯერ არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ეს ყოველთვის აზროვნების ახალ განზომილებებს წარმოაჩენს, რასაც დრო და დრო კარგი ნაყოფი მოაქვს.
გამომგონებლობა ხშირად სპონტანურად, ინოვატორობისთვის წინასწარ მომზადების გარეშე ხდება, მაშასადამე – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – გონება უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ბიზნესში, ასევე ხელოვნებაში, თუ კარიერაში წინსვლა გინდათ თავს ნუ შეიზღუდავთ ჩვეულებრივი, რაციონალური აზროვნებით, ფიქრისა და შრომის დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო უნდა გამოიყენოთ.
დიდ ჭკუას მრავალნაირი აზრი და სტიმული ესაჭიროება, რომ უქმად არ გაცდეს, ამიტომ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ტვინი რაც შეიძლება კარგად მუშაობდეს, რაც დიდი წარმატების საწინდარია.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის სხვა რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ