გაგება იმისა, თუ ვისთან გაქვთ საქმე, იგივეა, რომ ფლობდე წარმატების კარის გასაღებს. ეს ფასდაუდებელი ცოდნაა მოლაპარაკების დროსაც, ომშიც და საჯარო მოსმენებზეც. ეს ცოდნა ნამდვილად ფასდაუდებელია, როცა აუცილებელი ხდება კონტაქტი გარშემომყოფებთან. საჯაროდ გამოსვლისას მისდიეთ თემას – ამას ყველა სათანადოდ დაგიფასებთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნარს – ერკვეოდეთ ადამიანებში. აწარმოოთ მოლაპარაკებები, კავშირი იქონიოთ საზოგადოებასთან, დააინტერესოთ აუდიტორია და გესმოდეთ მისი, ამავე დროს არანაირი მნშვნელობა არა აქვს რამდენი ადამიანი გისმენთ, ოთხი გყავთ თქვენთან, ოფისში, თუ 40 000 ფართო მოედანზე. უპირველეს ყოვლისა გაარკვიეთ, არის თუ არა თქვენს შორის რაიმე საერთო? – რაც კიდევ უფრო გაადვილებს მოლაპარაკების პროცესს. დამქირავებლები ეძებენ რაღაც გამორჩეულს, მოთხოვნების შესაბამისობის გარდა. პირველ რიგში უნდა იცნობდეთ მსმენელებს, მათ საერთო ინტერესს და განიხილეთ ის, როგორც ურთიერთობის დამყარების საშუალება; დაინტერესდით რა გაქვსთ მათთან საერთო; გახსოვდეთ, თქვენს გამოცდილებაში აუცილებლად მოინახება ისეთი რამ, რისი გაგება და მიღებაც შეეძლება აუდიტორიას, რადგან მათ გამოცდილებაშიც იმავეს ნახვა შეიძლება. ეცადეთ ეს საერთო მნიშვნელი გამოთვალოთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ; ასე შეძლებთ გააბათ კავშირები, რომელიც წინათ არ გქონდათ, ოღონდ ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. გახსოვდეთ: ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქმედებაა, საჯარო გამოსვლები კი – მათი ნაწილი. იფიქრეთ მასზე, ვინც გისმენთ და არა საკუთარ განცდებზე. ასეთი მიდგომა მოგიხსნით მღელვარებას, საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ აუდიტორიაზე და გაიგოთ, რას წარმოადგენს იგი.
ცხოვრება არის მოქმედების ხელოვნება და თქვენ, როგორც ხელოვანი, პასუხისმგებელი ხართ თქვენი აუდიტორიის წინაშე და მოვალე ხართ, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოთ. ამასთანავე უნდა გქონდეთ უნარი – დააინტერესოთ აუდიტორია, მათი რაოდენობის მიუხედავად. გამომსვლელი ემზადება თავისი სიტყვისათვის – ეს არის თავის წარდგენის ხელოვნება, ეს არის თვით ცხოვრება.
ემზადეთ ყოველდღე; ისწავლეთ, გაიგეთ, სიტყვით გამოდით. ეს ფორმულა უტყუარია; ისარგებლეთ ამ ფორმულით. გირჩევთ ახლავე დაიწყოთ.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით