სამუშაოს უფრო პრობლემის გადაწყვეტის პროცესად მივიჩნევ. თუ პრობლემები არა გაქვთ, მაშასადამე რაღაცა გამოგრჩათ, ან/და არა გაქვთ საკუთარი ბიზნესი. პრობლემები ყოველთვის ახლავს საქმეს, მაგრამ მათ მზად უნდა შეხვდეთ.
ყოველ დღე თქვენს თავს ჰკითხეთ, რა შეიძლება მოხდეს, რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. კიდევ ერთხელ გადახედეთ მთელ თქვენს გეგმებს. იყავით უკიდურესად ყურადღებიანი. იყავით მზად. ბიზნესში არ არსებობს ნახევარი ან თავისუფალი სამუშაო დღეები. თუ ასეთი დღე დადგა, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ რაღაც წესრიგში არ არის. თქვენი ამოცანაა იპოვოთ, კერძოდ რა არ არის წესრიგში და იმოქმედოთ, იპოვოთ გადაწყვეტა.
იყავით მზად პასუხისმგებლობისათვის. მათ ვინც შეჩვეულია პასუხისმგებლობის აღებას, საბაბი არ აქვთ სხვას გადააბრალონ რამე და მუდამ დამნაშავე ეძებონ. ვინც პასუხისმგებლობას გაურბის, მისი ფასი ნულის ტოლია და ვერც ვერასოდეს შექმნის რამე ღირებულს. ნუ დაემსგავსებით ასეთ ადამიანებს. ისინი სუსტ რგოლს წარმოადგენენ, როცა რაიმე ისე არ გამოდის, როგორც გინდოდათ – მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ.
ყურადღებას ნუ გაამახვილებთ პრობლემებზე, ყურადღება გაამახვილეთ მისი გადაჭრის გზებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ განწყობას, რაც საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ პოზიტიურ მომენტებზე ისე, რომ არც ნეგატიურს აარიდოთ თვალი. შეიძლება იმედის მომცემი მეწარმე იყოთ, მაგრამ იმავე დროს საჭიროა გუნდში ეფექტურად, მთელი ძალისხმევით შეგეძლოთ მუშაობა.
მთელი ყურადღება დაუთმეთ სამუშაოს. კოცეტრაცია უკიდურესად აუცილებელია შედეგის მისაღწევად. სწორი განწყობა – ეს პასუხისმგებლობა და კონცენტრაციაა. ყველამ იცის, როგორ ჩართოს ტელევიზორი.
ისწავლეთ – დამაჯერებლად ჩაერთოთ სამუშაოში, რომელსაც ასრულებთ. თვითონვე გაგიკვირდებათ, თურმე რამდენის მიღწევა შეგძლებიათ.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის სხვა რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ