ზოგჯერ ისე სწრაფად გვინდა წარმატება, რომ ყველაზე მთავარი გვავიწყდება. გვავიწყდება, რომ წარმატების საფუძველი მატერიალურთან ერთად სულიერი ფასეულობებიცაა. უნდა ვიცნობდეთ როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, დაუშვებელია ცხოვრება „კულტურულ ვაკუუმში“. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარ განათლებაზე, სულ ერთია სტუდენტი გერქმევა თუ არა. ყოველი დღე უნდა დავიწყოთ კითხვით – „რა შეიძლება ისეთი ვისწავლო, რაც დღემდე არ ვიცოდი?“– ეს კითხვა შეგამზადებთ მეტი ინფორმაციის მიღებისა და ინდივიდუალური, ინტელექტუალური კაპიტალის დაგროვებისათვის; რატომ შევიზღუდოთ ცხოვრება უცოდინარობით, მაშინ როცა ამდენი საშუალება გახდა ხელმისაწვდომი?
ჩვენ, ყველანი ისტორიის ნაწილები ვართ, ისტორია მხოლოდ წარსული როდია, ის ამჟამადაც, ჩვენს თვალწინ ხდება; როგორ შეიძლება გაარკვიო მიმდინარე პროცესები, თუ წარმოდგენაც არ გაქვს – ყველაფერი რით დაიწყო? სამყარო არც თქვენი დაბადებით დაწყებულა და არც თქვენი გარდაცვალებით დასრულდება, თუმცა ეს როდი ნიშნავს, თითქოს მისი ნაწილი არ იყოთ, პირიქით. ყოველთვის მახსოვს ერთი ჩემი მეგობრის სიტყვები, რომელიც ისტორიის შესწავლით იყო გატაცებული – „უამრავი რამ არ ვიცი და ნებისმიერი ახალი ინფორმაცია მიბიძგებს მეორის ძიებისაკენ“. ის ნამდვილი მეცნიერი იყო, მან გულწრფელად აღიარა, რომ როგორც არ უნდა ეცადო, ყველაფერს მაინც ვერ ისწავლი.
მიიღეთ ჩემი რჩევა და არასდროს მიიჩნიოთ თავი ყოვლისმცოდნედ. ჯერ ერთი ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია და მეორეც – ცხოვრება უინტერესო გახდება თქვენთვისაც და ჩვენს გარშემო მყოფებისთვისაც და მესამე: გამოაკლდებით დიდი თავგადასავლებს.
ნუ დაივიწყებთ, რომ აუცილებელია იაზროვნოთ ფართოდ, ნუ შეიზღუდავთ ჰორიზონტს და მასთან ერთად საკუთარ კაპიტალს, სწორედ ამას ჰქვია დიდი წარმატება.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით