„წარმატება ბიზნესში ხელოვნების ყველაზე წარმტაცი სახეა. ფულის გამომუშავება ხელოვნებაა, მუშაობაც ხელოვნებაა, წარმატებული ბიზნესი კი ორმაგი ხელოვნება“ – ენდი უორჰოლი
ბიზნესი ფულის გამომუშავების ხელოვნება და სუფთა მოგებაა, რაც უფრო ადრე გაიაზრებთ ამას, მით უფრო სწრაფად გაიგებთ, რა არის ბიზნესი. ბიზნესში ყველაფერი აბსოლუტურად შორსაა პიროვნულისაგან, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობისგანაც. ბიზნესი ბიზნესია. ბიზნესმენები იძულებული არიან თვალი ეჭიროთ შემოსავლის შესახებ ანგარიშის შემაჯამებელ სტრიქონზე, სხვაგვარად ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ. უმჯობესია დარჩეთ ადამიანად, ასეთი მიდგომა უკეთესად მუშაობს, ყველას არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს და შემოქმედებისათვის მეტ სივრცეს უტოვებს. შეიძლება იყო მკაცრი, მაგრამ უნდა შეინარჩუნო ობიექტურობა. აუცილებელია მოწინააღმდეგეს გააგებინო ვისთან აქვს საქმე, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ არავის ავნო. არ არის კარგი ცუდკაცობა, მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა თავდაცვისათვის. როგორც მოგექცევიან, უფლება გაქვს შენს ასევე უპასუხო, ამაზე ამბობენ „თვალი თვალისა წილ“-ო.
სიფრთხილე ბრძნული ტაქტიკაა. ამბობენ, სანამ მთლიან სურათს დაინახავდე, საჭიროა იქედან თქვენი „თავის მოშორება“, ნუ მიიწერთ იმას, რაც თქვენ არ გეხებათ. უნდა მოახეროთ და სქელკანიანი გახდეთ, არ დაივიწყოთ – მუდამ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი; იყავით მკაცრი; იყავით ენერგიული; იყავით ადამიანური და ყველაფერს თქვენს თავზე ნუ მიიღებთ – სწორედ ესაა კარგი ბიზნესი.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით