SEPtips: დევიდ ალენი – მოვიმარაგოთ საჭირო ინსტრუმენტები

ვიწყებთ ყველაფერს ნულიდან, ამისათვის აუცილებელია საჭირო საშუალებებისა და აღჭურვილობის მომარაგება. არ არის აუცილებელი, კარგი ინსტრუმენტები ძვირი ღირდეს. დაბალტექნოლოგიურ დონეზე ხშირად ესა თუ ის ინსტრუმენტი, რაც უფრო „გამოსადეგი“ ჩანს, სინამდვილეში მით უფრო დისფუნქციონალურია. რა გვჭირდება საწერი მაგიდის გარდა:

  • დოკუმენტაციის შესანახი სამაგიდო თარო ( სულ მცირე, სამი ცალი)
  • A4 ფორმატის საწერი ქაღალდის დასტა
  • სხვადასხვა ფერის მცირე ზომის წებოვანი ფურცლები შენიშვნებისათვის
  • ქაღალდის სამაგრები
  • გამართული სტეპლერი
  • წებოვანი ლენტი (სკოჩი)
  • რეზინის შესაკრავები
  • ეტიკეტის მისაკრავი ავტომატური მოწყობილობა
  • საქაღალდეები
  • კალენდრიანი დღიური
  • სანაგვე ყუთი
  • მონაცემთა თავმოყრის , დახარისხებისა და გასაკეთებელი საქმეების სიების შესადგენად ჩვენს მიერ ამჟამად გამოყენებული ინსტრუმენტები, მათ შორის მობილური მოწყობილობები, პერსონალური კომპიუტერები, უბის წიგნაკები და ა. შ.

    თანმიმდევრული თავმოყრა, ფიქრი, დამუშავება და დახარისხება დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ყოველთვის ხელთ უნდა გვქონდეს ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ეტაპიდან თითოეულს მაქსიმალურად გაგვიადვილებს.

    წყარო: საქმესთან გამკლავების ხელოვნება
    რჩევები
    SEPtips: დევიდ ალენი – როგორ ვმართოთ ვალდებულებები
    მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ
    მასალის გამოყენება:
    მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).