დეილ კარნეგი წიგნში „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება,“ გვირჩევს თუ, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე:
1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, – „ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე“;
2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ; – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ;
3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით, გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა, რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო? – გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა, მისგან მიღებული სიხარულის გემო – გახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს;
4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები;
5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი და დარჩით თავისთავადად, „შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი თვითმკვლელობა“;
6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.
7. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი უსიამოვნებები, ცდილობთ რა, სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება – „სხვისთვის სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარები“.