საკუთარი თავის მართვა წარმოადგენს პროცესს, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, სპეციფიკური ქცევითი და კოგნიტიური(სიტყვების მნიშვნელობებით თამაში, მათი შინაარსის ცვლილების გარეშე) სტრატეგიების გამოყენებით გავლენას ახდენენ საკუთარ თავზე.
სტრატეგიები, რომლებიც საკუთარი თავის მართვას ითვალისწინებს, ჩვეულებრივ სამ კატეგორიად იყოფა:
1. ქცევაზე ფოკუსირებული სტრატეგიები;
2. ბუნებრივი ჯილდოს სტრატეგიები;
3. კონსტრუქციული ფიქრის სტრატეგიები.
ქცევაზე ფოკუსირებული სტარტეგიები – მიმართულია ჩვეულებრივ ინდივიდუალური თვითშეგნებისაკენ და ქცევითი მართვის გაადვილებას ისახავს მიზნად. სამუშაოს კონტექსტში აღნიშნული სტრატეგიები აუცილებელი, მაგრამ უსიამოვნო ამოცანების შესრულების აქცენტირებას ახდენს. ამ კატეგორიის სტრატეგიებს მიეკუთვნება: თვითდაკვირვება; საკუთარი მიზნის დასახვა; თვითდაჯილდოება; თვითდასჯა; თვითმინიშნება.
ბუნებრივი ჯილდოს სტრატეგიები – მიზნად ისახავს იმგვარი სიტუაციების შექმნას, რომელშიც ინდივიდისთვის მოტივაციას, ანდა ჯილდოს, თავად მოქმედება წარმოადგენს. ასეთი სტრატეგიები უკავშირდება უსიამოვნო ამოცანების ანდა მოქმედებების იმგვარად გადასხვაფერებას, რომ ისინი უფრო სასიამოვნო გახდეს; აღნიშნული სტრატეგიები ასევე კავშირშია ყურადღების მოქმედებათა ისეთ ასპექტებზე განზრახ ფოკუსირებაზე, რომლებიც თავისთავდ სასიამოვნო, ჯილდოს შემცველია.
კონსტრუქციული აზროვნების სტრატეგიები – განსაკუთრებულ კავშირშია აზროვნების იმგვარი ტიპის შექმნასთან, რომელმაც პოზიტიური ზეგავლენა შეიძლება იქონიოს შესრულებაზე, ესენია: შინაგანი დიალოგი, ფსიქიკური სურათხატები და დისფუნქციური რწმნები და ვარაუდები.
სტრესისგან თავისუფალი ნაყოფიერიების მისაღწევად მთავარია, საჭირო გასაღებს ისე მიუჩინო ადგილი, რომ საჭირო დროს მოგხვდეს თვალში.
საკუთარი თავის მართვის სტრატეგიების გამოყენება აუმჯობესებს ადამიანების თვითეფექტურობას. ამგვარი სტრატეგიების გამოყენება ასევე კავშირშია სამუშაოთი კმაყოფილებასთან, სამუშაოს შესრულებასა და სახვა პოზიტიურ ორგანიზაციულ ქცევებთან, როგორც დამსაქმებლების, ასევე მეწარმეების შემთხვევაში.
მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები