აუცილებელია ვალდებულებების, პროექტების და მოქმედებების ორგვარი კონტროლი: ჰორიზონტალური და ვერტიკალური.
ჰორიზონტალური კონტროლი გულისხმობს ყველა იმ მოქმედების შეთანხმებულობას, თანმიმდევრულობას, რომელშიც ვმონაწილეობთ. წარმოიდგინეთ, 24 საათის განმავლობაში უამრავმა რამემ შეიძლება მიიპყროს თქვენი ყურადღება და ამ ყველაფერს თქვენი ფსიქიკა პოლიციის რადარივით აკონტროლებს. ბევრია ისეთი მომენტიც, რომელიც თქვენგან ყურადღებას მოითხოვს – ხან აფთიაქი გაგახსენდათ, ხან თათბირი… ხან ესა თუ ის სტრატეგიული გეგმა, ხანაც უბრალოდ ტელეფონით მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება… შეიძლება გაგახსენდეთ, რომ საფოსტო მარკები გაქვთ საყიდელი… უნდა მოიფიქროთ როგორი იქნება პრეზენტაცია… სასტუმროს ნომერი უნდა დაჯავშნოთ… უნდა გააუქმოთ უკვე დაგეგმილი შეხვედრა…
საოცარია, რამდენ რამეზე უწევს ადამიანს ფიქრი და რამდენ რამეს აკეთებს იგი ერთი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ არაფერი გამოგრჩეთ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით ყველაფერს რაც კი გასაკეთებელია.
გამართული სისტემა გჭირდებათ – სისტემა, რომელშიც თავმოყრილი ინფორმაცია ერთი საკითხიდან მეორეზე სწრაფად და უმტკივნეულოდ გადართვის საშუალებას მოგცემთ.
ვერტიკალური კონტროლი ცალკეული საკითხებისა და პროექტების გააზრებას, შემუშავებასა და კოორდინირებას მოითხოვს. თქვენ უნდა იყოთ კონცეტრირებული ერთ კონკრეტულ მცდელობაზე, სიტუაციასა თუ პირზე – რასაც მიზნის მისაღწევად აუცილებელი იდეების, პრიორიტეტებისა და მოვლენათა თანმიმდევრობის კონცეტრაციაც ახლავს.
მოქმედებათა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მართვა ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – გასაკეთებელ საქმეებზე ფიქრი თავიდან უნდა ამოიგდოთ და გააკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. მოქმედებათა სათანადო მართვის მეშვეობით შესაძლებელია სრული სიმშვიდის მიღწევა, შეიძლება თავს კომფორტულადაც გრძნობდეთ და იმავდროულად სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებდეთ. მთავარია, სათანადო აქცენტების გაკეთება მოახერხოთ, რაც სიტუაციის დეტალურად გააზრების საწინდარია.
წყარო: საქმესთან გამკლავების ხელოვნება
რჩევები: SEPtips: დევიდ ალენი – როგორ ვმართოთ ვალდებულებები
მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ